თიაქრის ბანდაჟი

თიაქრის ბანდაჟი ამცირებს ტკივილს, დატვირთვასა და დისკომფორტს. ეს პროდუქტი ხელს უშლის თიაქრის პროგრესირებას და იცავს თიაქრის არეს მასზე ზეწოლის მეშვეობით, სპეციალური ბალიშის საშუალებით. თიაქარი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ეს პრობლემა მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ასაკისა და სქესის ადამიანში გვხვდება. არსებობს სხვადასხვა სახის თიაქარი: ყველაზე ხშირად გვხვდება:

  • საზარდულის თიაქარი;
  • ბარძაყის თიაქარი;
  • ჭიპის თიაქარი;
  • პოსტოპერაცული (ანუ მუცლის ღრუს სხვადასხვა გადატანილი ოპერაციების შემდგომ განვითარებული) თიაქარი;
  • მალთაშუა დისკის თიაქარი.

თიაქრის ბანდაჟის ბენეფიტები

თიაქრის ბანდაჟი გამოიყენება როგორც მკურნალობის პერიოდში, ასევე პოსტოპერაციულად, რეაბილიტაციის პროცესში.

  • თიაქრის ქამარს აქვს დამატებითი ჩანართები და ღვედები, რომელიც ხერხემლის სვეტის ან დაზიანებული ადგილის სტაბილიზაციას უზრუნველყოფს. ეს პროდუქტი ამცირებს ტკივილს, დატვირთვასა და დისკომფორტს.
  • საზარდულის თიაქრის ქამრები დამზადებულია 5მმ სისქის ელასტიური ქსოვილისგან და თიაქრის არეში მოთავსებული აქვს სპეციალური სილიკონის ბალიში, რომელიც საზარდულის მიდამოში სუსტი წერტილის ფიქსაციას ახდენს. ამ პროდუქტების ზომა სტანდარტულია, მას გააჩნია რეგულირებადი წელის ქამარი, რომლის საშუალებითაც ბანდაჟი ნებისმიერი აღნაგობის ადამიანს ერგება.

ეს პროდუქტი ხელს უწყობს:

  • ტკივილის შემცირებას;
  • თიაქრის პროგრესირების პრევენციას;
  • ოპერაციის შემდგომ პერიოდში ახდენს გართულებების პრევენციას.

როგორ შევარჩიოთ თიაქრის ბანდაჟი?

თიაქრის ბანდაჟი უნდა შეარჩიოთ თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე.

  • ჭიპის თიაქრის ქამარი – დამზადებულია 100%-იანი ბამბის ელასტიური მასალისგან, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის მოძრაობას. ორგანიზმში ოფლისა და ტენიანობის წარმოქმნა მინიმუმამდეა დაყვანილი, ჰაერის ფოროვანი (არხების) წყალობით, რომლებიც ქსოვილის შემადგენლობაში შედის. გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
  • საზარდულის თიაქრის ბანდაჟი (ცალმხრივი) – დამზადებულია 5მმ სისქის ელასტიური მატერიისაგან. ხსნის დისკომფორტს საზარდულის თიაქრის დროს.
  • საზარდულის თიაქრის ბანდაჟი (ორმხრივი) – თუ საზარდულის მიდამოში მტკივნეული გამობერილობა ან დისკომფორტი ორივე მხარეს გაწუხებთ, მაშინ ორმხრივი ბანდაჟი უნდა გამოიყენოთ. ამ პროდუქტს აქვს სილიკონის ორი ბალიში შესაბამის მხარეებზე და უზრუნველყოფს თიაქრის პროგრესირების პრევენციასა და ტკივილის შემსუბუქებას.
  • გენიტალური ბანდაჟი (ცალმხრივად რბილი) – Berger/ბერგერ-ის ბრენდის ცალმხრივად რბილი ბანდაჟი, რომელსაც აქვს რეგულირებადი ღვედი ბანდაჟის სასურველ ზომაზე დასაფიქსირებლად.
  • ბავშვის ჭიპის თიაქრის ქამარი – დამზადებულია ბამბის ბოჭკოებით ელასტიური ქსოვილისგან. გამოიყენება ჩვილებში ჭიპის თიაქრის დროს.
  • გავა-წელის თიაქრის ბანდაჟი – უზრუნველყოფს წელის არის (კუნთების, ხერხემლის, მალთაშუა სახსრების) დაცვას და გამოიყენება ფიზიკური დატვირთვის დროს. დამზადებულია ნეოპრინის ჰაერგამტარი მასალისაგან.

მათი შეძენა შესაძლებელია როგორც კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში – თბილისში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში,  ასევე ონლაინ, ვებგვერდის მეშვეობით. თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება მოქმედებს, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტით მიიღებთ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *