ხერხემლის გამრუდება ბავშვებში

ხერხემლის გამრუდება ბავშებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ რაც უფრო ადრე შევამჩნევთ ცვლილებებს, მით უფრო მარტივი და ეფექტურია მკურნალობის პროცესი.

ხერხემლის გამრუდების ძრითადი მიზეზები ბავშებში

ბავშვებში ხერხემლის ფორმის შეცვლა რამდენიმე ფაქტორით შეიძლება იყოს განპირობებული. შესაძლოა, ეს გენეტიკური იყოს, მაგრამ ძირითადად კუნთების სისუსტეს უკავშირდება. ბავშებში ხერხემლის გამრუდების სხვა გამომწვევი მიზეზებია:

  • არასწორ პოზაში დიდხანს ჯდომა
  • ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი
  • არასწორი კვება
  • ვიტამინების დეფიციტი
  • ბრტყელტერფიანობა
  • მძიმე ზურგჩანთა ერთ მხარზე

როგორ ამოვიცნოთ პრობლემა დროულად?

ხშირად გამრუდება უმტკივნეულოდ მიმდინარეობს, ამიტომ მშობლის დაკვირვება გადამწყვეტია. მიაქციეთ ყურადღება შემდეგ ნიშნებს:

  • მხრების ასიმეტრია: ერთი მხარი უფრო მაღალია, ვიდრე მეორე.
  • ბეჭის ძვლები: ერთი ბეჭის ძვალი უფრო მეტად არის გამოწეული.
  • წელის ხაზი: წელის ნაკეცები ასიმეტრიულია.
  • თეძოები: ერთი თეძო მეორეზე მაღლა ჩანს.
  • გადახრა: ბავშვი დგომისას ოდნავ ცალ მხარეს არის გადახრილი.

როგორ შევამციროთ ხერხემლის გამრუდების რისკი?

ხერხემლის გამრუდების თავიდან აცილება შესაძლებელია:

  • სწორი სამუშაო გარემო: მაგიდა და სკამი ბავშვის სიმაღლის შესაბამისი უნდა იყოს. ფეხები მყარად უნდა იდგეს იატაკზე.
  • ფიზიკური აქტივობა: ცურვა, ტანვარჯიში და ზურგის კუნთების გამაძლიერებელი ვარჯიშები საუკეთესო პრევენციაა.
  • ზურგჩანთის კონტროლი: ჩანთა უნდა იყოს ორმხრივი (ორივე მხარზე გადასაკიდი) და მისი წონა არ უნდა აღემატებოდეს ბავშვის წონის 10-15%-ს.

ხერხემლის გამრუდების მკურნალობა ბავშებში

ხერხემლის გამრუდების მკურნალობა ბავშებში ძირითადად დამოკიდებულია მისი გამოვლენის პერიოდზე,  თუ პაციენტმა გვიან აღმოაჩინა ეს პრობლემა  დაავადების აღმოფხვრასა და პროფილაქტიკას უფრო მეტი დრო და შრომა სჭირდება. ამიტომ ბავშვობის ასაკიდან სქოლიოზის გამოვლენას დიდი მნიშვნელობა აქვს. მას ძირითადად ფიზიკური აქტივობებით – ცურვით, მასაჟებითა და სპეციალური ვარჯიშებით  მკურნალობენ. მკურნალობის მეთოდებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ხერხემლის და მხრების ქამრებსა და კორსეტებს, რომელთა მთავარი დანიშნულება ხერხემლის სტაბილიზაცია, მისი სწორი პოზიციონირება და ანატომიურ მდგომარეობაში ფიქსაციაა. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • ხერხემლის(გულმკერდ-წელის) კორსეტი – ხერხემლის მთლიან სვეტს იცავს და სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს, რაშიც მას მთელ სიგრძეზე არსებული მეტალის ჩანართები ეხმარება. ისინი დამატებით საყრდენს ქმნიან ხერხემლისთვის და მის მაქსიმალურ სტაბილიზაციას უზრუნველყოფენ.
  • ზურგის კორსეტი – გამოიყენება სქოლიოზისა და ხერხემლის სხვა დეფორმაციები მკურნალობისა და პროფილაქტიკის პროცესში. დამატებითი პლასტმასის ჩანართები და ღვედი აფიქსირებს ხერხემალს და ამცირებს დისკომფორტის შეგრძნებას. იღლიაში არსებული ბალიშები ხელს უშლის კანის გაღიზიანებას.
  • ხერხემლის კორსეტი – გამოიყენება ხერხემლის გამრუდების, დაჭიმულობისა ან დაძაბულობის შემთხვევაში. დამზადებულია 100%-ით ელასტიური ბამბის ქსოვილისგან. მისი დამატებითი ღვედები და მეტალის  ჩანართები  კი აძლიერებს ფიქსაციას.
  • მხრების ქამარი – გამოიყენება ხერხემლის დეფორმაციის მარტივი ფორმის დროს, მხრების განზიდვის, ზურგის კუნთების მოსვენებისა და განტვირთვის მიზნით. ქამარი დამზადებული ნეოპრინის ჰაერგამტარი მასალისგან და ძალიან კომფორტულია ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებლად.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *