კინეზიო ტეიპი წებოვანი ლენტია, რომელიც სამედიცინო საჭიროებებისთვის გამოიყენება. ეს პროდუქტი არის ელასტიური და ძალიან პრაქტიკულია თანამედროვე მედიცინაში. მას ძირითადად ორი მიმართულებით, ტრავმების დროს და კოსმეტოლოგიაში გამოიყენებენ. კინეზიო ტეიპის დაჭიმულობის, იოგების, მყესებისა და რბილი ქსოვილების დაზიანების სამკურნალოდ ძალიან ეფექტურია, ამიტომ მისი აქტიური მომხმარებლები სპორტსმენები არიან. ეს პროდუქტი თავისი ელასტიურობით ხელს უწყობს კუნთის აქტივობასა და მოძრაობას. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, მისი გამოყენების დროს უმჯობესდება ლიმფოდრენაჟი, რაც ქსოვილების შეშუპების შემცირებასაც იწვევს. კინეზიო ტეიპს კოსმეტოლოგიაშიც მნიშვნელოვანი ფუქნცია აქვს, რადგან კანის ლიფტინგისთვის გამოიყენებენ -. ეს პროცედურა კი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია. ლიფტინგი, ხომ კანის მდგომარეობას აუმჯობესებს და ნაოჭებს ქირურგიული ჩარევებისა და ინექციის გარეშე აჩერებს.
კინეზიო ტეიპის გამოყენების ინსტრუქცია
როგორც აღვნიშნეთ, კინეზიო ტეიპს სხვადასხვა პრობლების დროს იყენებენ, თუმცა დაზიანებული კუნთოვანი და მყესოვანი უჯრედების აღსადგენად მისი გამოყენება უფრო ხშირია. ამიტომ, გთავაზობთ კინეზიო ტეიპის გამოყენების ზოგად ინსტრუქციას. თუმცა, გირჩევთ, რომ ამ საკითხის შესახებ რჩევები პირადი ექიმისგან მიიღოთ.
1. პირველ რიგში, დაზიანებული ადგილიდან თმის მოშორებაა საჭირო. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ დაბანის შემდეგ კანზე ლოსიონი ან დამატენიანებელი საშუალებები არ წაისვათ.
2. თუ ფიზიკური აქტივობით ხართ დაკავებული, მაშინ კინეზიო ტეიპი აქტივობამდე მინიმუმ 1 საათით ადრე უნდა დაიკრათ.
3. სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო კინეზიო ტეიპის დაკვრის პროცესში: ეცადეთ, წებოვან ნაწილს ხელით არ შეეხოთ, არ მოკეცოთ და პირდაპირ დაიკრათ. თუ ტეიპს ოდნავ მოგრეხთ, მაშინ ქაღალდის აძრობასაც მარტივად შეძლებთ .
სად შევიძინოთ კინეზიო ტეიპი?
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის, გერმანული ბრენდის “დარკო”-ს კინეზიო ტეიპებს სთავაზობს. ისინი ერთმანეთისგან ზომებით, ფერებითა და დანიშნულებით განსხვავდება და თითქმის იდენტურია ადმიანის კანის როგორც სისქით, ასევე ელასტიურობით. ამ პროდუქციის ღირებულება 14 ლარიდან 36 ლარამდე მერყეობს და უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული ფასი საკმაოდ ბიუჯეტურია, რადგან შენაძენის გამოყენება თვეების განმავლობაშია შესაძლებელი. პროდუქტის ყიდვა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებ-გვერდის საშუალებით , ასევე კომპანიის მაღაზიათა ქსელში. სამედიცინო ჯგუფი “ახალი ხედვა” 2012 წლიდან ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში. ამ დროისთვის კომპანია 16 მაღაზიით – თბილისში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში და ბათუმშია წარმოდგენილი.