მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზი მთელ მსოფლიოში ფართოდაა გავრცელებული. სტატისტიკის მიხედვით, ეს დაავადება დედამიწის მოსახლეობის 80%-ს აწუხებს. ამ პრობლემას იწვევს ხრტილოვანი ქსოვილის კვების დარღვევა , რაც დროთა განმავლობაში ხრტილის სტრუქტურის ცვლილებას განაპირობებს.
მენჯის ტკივილის გამომწვევი მიზეზები
ამ დაავადებას სხვადასხვაგვარი ტკივილი ახასიათებს: მძაფრი და ყრუ, მუდმივი ან მოვლითი, მსუბუქი, საშუალო ინტენსივობისა და ძლიერი. მენჯის არიდან ტკივილი ზოგჯერ წელის, დუნდულების და ბარძაყის არეში გადაეცემა.
ამ ტკივილებს ძირითადად იწვევს:
- ართრიტი;
- მენჯ-ბარძაყის ტრავმა;
- ძვლის ან კუნთის დაზიანება;
- ნერვის გაღიზიანება და დაზიანება;
- თიაქარი;
- საჭმლის მომნელებელი, რეპროდუქციული ან საშარდე სისტემის ორგანოების დაზიანება.
მენჯ–ბარძაყის ტკივილი კაცებში და ქალებში
ქალებში მენჯ-ბარძაყის ტკივილის გამომწვევი ბევრი მიზეზი არსებობს. მათ შორისაა: ოვულაცია, მენსტრუაცია, თვითნებური აბორტი, გარე ორსულობა, საკვერცხის კიბო, საშვილოსნოს სიმსივნე და ა.შ.
ქალებში და კაცებში მენჯ-ბარძაყის ტკივილის საერთო გამომწვევი მიზეზებია:
- აპენდიციტი;
- შარდის ბუშტის დაავადებები;
- სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები;
- ნაწლავური აშლილობები;
- ნერვის დაზიანება;
- თიაქარი;
- მენჯის პათოლოგია;
- მენჯის ძვლის მოტეხილობა;
- ფსიქოგენური ტკივილი.
მენჯ–ბარძაყის ტკივილის მკურნალობის გზები
ამ დაავადების მკურნალობის მთავარ მიზანს დაავადებისგან გამოწვეული ტკივილის შეჩერება და შესაძლო გართულებების თავიდან აცილება წარმოადგენს. სამწუხაროდ, ართროზი ძალიან სწრაფად ვითარდება. პაციენტები, კი ექიმს ძირითადად გვიან – უკვე იმ დროს მიმართავენ, როდესაც მედიკამენტოზური მკურნალობა ფაქტობრივად, შეუძლებელია. ეს ყველაფერი, კი იწვევს ქირურგიული ჩარევის აუცილებლობას, რომლის დროსაც დაზიანებული სახსარი ხელოვნური სახსრით ჩანაცვლდება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა პრევენციის მიზნით პერიოდულად მიმართონ ექიმს. დაზიანებული სახსრის ირგვლივ კუნთების გამაგრება მკურნალობის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ მენჯ-ბარძაყის ფიქსატორების გამოყენება ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია.
კომპანია „ახალი ხედვის“ მენჯ–ბარძაყის ფიქსატორები
კომპანია “ახალი ხედვის” მენჯ-ბარძაყის ფიქსატორები ნეოპრინის, პლასტმასისა და უმაღლესი ხარისხის ელასტიური მასალებისგან არის დამზადებული. ამ პროდუქტის მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები – მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. მათი ღირებულება კი 31 ლარიდან 964 ლარამდე მერყეობს. ახალი ხედვის საიტზე პროდუქტების შეძენა ონლაინ შეგიძლიათ. ამისათვის საჭიროა მხოლოდ რეგისტრაციის გავლა, პროდუქტის დამატება კალათაში და თანხის გადახდა ეროვნულ ვალუტაში.
განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- მენჯ-ბარძაყის სახსრის ბანდაჟი – გამოიყენება მენჯ-ბარძაყის სახსრის დაზიანებისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
- ბარძაყის დამჭერი – გამოიყენება ბარძაყის კუნთების სხვადასხვა სახის დაზიანებების დროს. ინარჩუნებს სითბოს და უზრუნველყოფს კუნთების ფიქსაციას. ეფექტურია მისი გამოყენება სპორტული და სხვა სახის ტრავმების შემთხვევაშიც.
- მენჯ-ბარძაყის ორთეზი – ხელს უწყობს სწრაფ რეაბილიტაციასა და იცავს მენჯ-ბარძაყის სახსარს განმეორებითი დაზიანებისგან.
- საზარდულის თიაქრის ბანდაჟი – ხსნის დისკომფორტს საზარდულის თიაქრის დროს, თიაქრის პროგრესირებისა და გართულებების განვითარების პრევენციას ახდენს.არსებობს როგორც ცალმხრივი,ასევე ორმხრივი.