ორთოპედიული ბალიშები

ორთოპედიული ბალიშები თავს, კისერსა და ხერხემალს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს, რაც მთელ ტანს კუნთების მოდუნებაში ეხმარება. ამიტომ მისი ხშირი გამოყენება ადამიანების მდგომარეობას ბევრად აუმჯობესებს – ჯდომის, წოლისა თუ მგზავრობის პროცესში.

ორთოპედიული ბალიშების გამოყენების ბენეფიტები

ორთოპედიული ბალიშები ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მოწესრიგებაში დიდ როლს ასრულებს. მაგალითად, ოფისში საათობით მუშაობა, ადრე თუ გვიან, სისხლის მოძრაობას აფერხებს და ტკივილებს იწვევს კისრის, ზურგისა და ხერხემლის არეში. ორთოპედიული ბალიშები ხელს უწყობს:

  • სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას;
  • სხეულის სწორ პოზიციონირებას;
  • ტკივილის შემცირებას კისრისა და ხერხემლის არეში;
  • უზრუნველყოფს სწორ მდგომარეობაში ძილს;
  • ამცირებს დაჭიმულობასა და დაღლილობის შეგრძნებას.

ყველაზე მოთხოვნადი ორთოპედიული ბალიშები

კომპანია „ ახალი ხედვა“ მომხმარებლებს ცნობილი ევროპული ბრენდების ორთოპედიულ ბალიშების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.  სამედიცინო ჯგუფის მაღაზიებში წარმოდგენილი სხვადასხვა დანიშნულების მქონე  ორთოპედიული ბალიშები  ლატექსის   მასალისგანაა დამზადებული და გარედან მას ანტიალერგიული ქსოვილი აკრავს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • კისრის ბალიში – თავსა და კისერს სწორ პოზიციაში აფიქსირებს და გამოიყენება ისეთი მდგომარეობის დროს, რომელიც არღვევს ძილის ხარისხს: თავისა და კისრის ქრონიკული ტკივილი, ხვრინვა, აპნოე და სხვ.
  • ზურგის ბალიში – დამზადებულია პოლიუთერანის ქაფისგან და უზრუნველყოფს ზურგის ფიქსაციას ანატომიურ მდგომარეობაში. მისი გამოყენება იდეალურია მათთვის, ვინც დიდხანს ატარებს დროს კომპიუტერთან ან მისი სამუშაო დაკავშირებულია დიდხანს ჯდომასთან.
  • სავარძლის ბალიში – თუ მუშაობთ ოფისში და ძირითადად გიწევთ ჯდომა, სავარძლის ბალიშის გამოყენება მუშაობის პროცესს მეტად კომფორტულს ხდის. ბალიში აგრეთვე ეხმარება ხერხემალს სწორი პოზიციის შენარჩუნებაში, ნაკლებად გეღლებათ ზურგის კუნთები და გავა-წელის მიდამო. მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც საოფისე გარემოში, აგრეთვე სახლში, მანქანაში – განსაკუთრებით ხანგრძლივი მგზავრობისას. ბალიში იდეალური საშუალებაა მძღოლებისათვის.

როგორ შევარჩიოთ ორთოპედიული ბალიშები?

ორთოპედიული ბალიშები ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მოწესრიგებაში დიდ როლს ასრულებს. მაგალითად, ოფისში საათობით მუშაობა, ადრე თუ გვიან, სისხლის მოძრაობას აფერხებს და ტკივილებს იწვევს კისრის, ზურგისა და ხერხემლის არეში. ასეთ შემთხვევაში, სავარძლის ბალიში  ხსნის კუდუსუნის მიდამოში ტკივილსა და აუმჯობესებს მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევას, რითაც ხელს უშლის სწორი ნაწლავის ვენებში სისხლის შეგუბებასა და ბუასილის პროგრესირებას. ხოლო ზურგის ბალიში წელს ანატომიურ მდგომარეობაში აფიქსირებს. ის დამზადებულია პოლიურეთანის ქაფისგან და მისი გამოყენება იდეალურია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში უწევთ ჯდომა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *