კისრის ორთოპედიული ბალიში კისერს სწორ პოზიციაში აფიქსირებს და დისკომფორტის შეგრძნებას ხსნის.ამ კატეგორიას მიეკუთვნება სხვადასხვა ტიპის ორთოპედიული პროდუქტი,რომელიც გამოიყენება როგორც ძილის დროს,ასევე ყოველდღიური საქმიანობისას.კისრის გასაბერი ბალიში დაჭიმულობისა და დაღლილობის შეგრძნებას ამსუბუქებს და იდეალურია მათთვის, ვისაც ხშირად უწევს მგზავრობა, რადგან ძალიან მარტივია მისი დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგება.მისი ტარება რეკომენდებულია ტრავმის შემდგომ.რეაბილიტაციის პერიოდშიც. კისრის ბალიშების გამოყენება ეფექტურია ისეთი დაავადებების დროს , როგორიცაა ართრიტი, ოსტეოქონდროზი, კისრის ოსტეოართრიტი და დისკის თიაქარი. გარდა ამისა, კომფორტულ ძილსა და დასვენებას სწორედ ეს პროდუქტი უზრუნველყოფს, მისი მეხსიერების ღრუბელი ხერხემლის სწორ პოზიციონირებას უწყობს ხელს. იქიდან გამომდინარე, რომ დღესდღეობით კისრის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა და ის ადამიანების უმრავლესობას აწუხებს,კისრის ორთოპედიულ ბალიშზე მოთხოვნაც მაღალია. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც კომპიუტერთან და ტელევიზორთან დიდხანს ჯდომა უწევს, რადგან დიდხანს ერთ მდგომარეობაში ყოფნა ყველაზე მეტად იწვევს დისკომფორტს კისრის არეში.
რა ტიპის კისრის ბალიშები არსებობს?
თანამედროვე სამყაროში, გადატვირთული ცხოვრების წესიდან გამომდინარე, კისრის ტკივილი ადამიანებისთვის საკმაოდ ნაცნობი პრობლემაა. ხშირ შემთხვევაში ეს უსიამოვნო შეგრძნება ადამიანებში ქრონიკულ სტრესს, ემოციურ დაძაბულობასა და შფოთს იწვევს. ამ დროს კისრის ბალიშების გამოყენება კარგი გამოსავალია. თუმცა, მათ შორისაც არის სხვაობა და უნდა ვიცოდეთ, რომელი მოდელი რა დროს გამოვიყენოთ. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
- კისრის გასაბერი ბალიში – საუკეთესო საშუალებაა კისრის სარელაქსაციოდ და ტკივილის მოსახსნელად. ხსნის დაღლილობისა და დაჭიმულობის შეგრძნებას ხერხემლის არეში. მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც კომპიუტერთან მუშაობისას, ასევე სახლის პირობებში, მგზავრობისას ან დასვენებისას. ძალიან მარტივია მისი დარეგულირება და სასურველ ფორმაზე მორგებაც. ეს პროდუქტი დამზადებულია მდგრადი მასალისაგან, რომელიც იბერება და არ ზიანდება ხანგრძლივი და სისტემატური მოხმარებისას.
- კისრის ორთოპედიული ბალიში – განკუთვნილია თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციისთვის.მისი გამოყენება შეიძლება როგორც კომფორტული ძილისთვის, ასევე სამედიცინო დანიშნულებით, კისრის ოსტეოქონდროზის,თავის ქრონიკული ტკივილისა და აპნოეს დროს.
- სამგზავრო ბალიში – მშვიდი და სასიამოვნო მგზავრობისთვის იდეალურია. სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების დროს ამ პროდუქტს ადამიანები ძალიან ხშირად იყენებენ. მისი განსაკუთრებული ფორმა უზრუნველყოფს თავისა და კისრის მიდამოს ფიქსაციას, ამიტომ მგზავრობის დროს ამ ნივთის ტარება მნიშვნელოვანია.