ზურგდამჭერის ტარება დაზიანებული ადგილის ეფექტურ აღდგენასა და რეაბილიტაციას უზრუნველყოფს. ამ პროდუქტის გამოყენება რეკომენდებულია ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა:
- სქოლიოზი;
- კიფოზი;
- ხერხემლის დეფორმაციები;
- ზურგის სვეტისა და სხვადასხვა სახის დაზიანებები.
ზურგდამჭერის ტარება შესაძლებელია როგორც მკურნალობის პროცესში, ხერხემლის სტაბილიზაციისა და ტკივილის შემცირების მიზნით, ასევე პროფილაქტიკისთვის. ამ პროდუქციის ძირითადი დანიშნულება არის ხერხემლის სვეტის ანატომიურ მდგომარეობაში ფიქსაცია და ტორსის შენარჩუნება ნორმალურ მდგომარეობაში, რაც თავისთავად ხსნის მოხრილობით გამოწვეულ დისკომფორტს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
ქამარი:
- ზურგის კორსეტი – დამზადებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან. მისი ტარება ტანსაცმლის ქვეშ მარტივად არის შესაძლებელი. ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს. გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის მიზნით, ასევე გამოხატული სქოლიოზის დროს.
- ხერხემლის ქამარი – დამზადებულია ბამბის ელასტიური მასალისგან, მთელ სიგრძეზე აქვს მეტალის ჩანართები, რაც ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას უზრუნველყოფს. გამოიყენება ხერხემლის სხვადასხვა ტიპის დეფორმაციისა და მრავლობითი თიაქრის დროს, ექიმის დანიშნულებით.
- ლუმბოსაკრალური ზურგის კორსეტი – სახსრების შეერთების დარღვევის, სპორტული დაზიანებების, ზურგის ქვედა ნაწილის დაჭიმვის, მალთაშუა დისკის თიაქრის, გავა-თეძოს შესახსრების ადგილის დისფუნქციის, უკანა კუნთების დაჭიმვისა და იოგების/მყესის დაჭიმვის მკურნალობის პროცესში გამოიყენება.
- წელის სტანდარტული კორსეტი – დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან, აქვს პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას სხეულის ამ ნაწილში. ის ხშირად გამოიყენება რევმატული ტკივილის დროს. ეს მოდელი არის სტანდარტული ზომის, ამიტომ გამოადგება ყველა ტიპის აღნაგობის მქონე ადამიანს.
ჩამოთვლილი პროდუქცია განსხვავებული ფორმისა და დანიშნულების მქონეა. არსებობს სხვადასხვა სიგრძის ორთოპედიული ქამრები და კორსეტები, რომლებსაც გააჩნიათ სპეციალური დამატებითი მეტალის ან პლასტმასის ჩანართები, დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის ან ელასტიური ბამბის მასალისგან. ასევე გვხდება აკრილის კორსეტები, რომელთა მთავარი დანიშნულება სითბოს შენარჩუნებაა. ზურგდამჭერების გამოყენებამდე უმჯობესია, რომ რეკომენდაციები პირადი ექიმისგან მიიღოთ. მათი ტარების პერიოდი ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. შესაძლოა, მათი გამოყენება საჭირო იყოს რამდენიმე კვირა ან რამდენიმე თვეც კი.