თიაქრის ქამარს აქვს დამატებითი ჩანართები და ღვედები, რომელიც ხერხემლის სვეტის ან დაზიანებული ადგილის სტაბილიზაციას უზრუნველყოფს. ეს პროდუქტი ამცირებს ტკივილს, დატვირთვასა და დისკომფორტს. თიაქრის ბანდაჟი გამოიყენება როგორც მკურნალობის პერიოდში, ასევე პოსტ-ოპერაციულად, რეაბილიტაციის პროცესში. ხერხემლის თიაქარი დისკის ფიბროზული რგოლის მთლიანობის დარღვევას და არსებულ დეფექტში პულპოზური ნაწილის გამოვარდნას ნიშნავს. ამ დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
- ტრავმის ან ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა;
- მძიმე წონებით ვარჯიში;
- ორსულობა;
- ჭარბი წონა ან სიმსუქნე;
- შემაერთებელი ქსოვილის დაზიანებით მიმდინარე დაავადებები.
რა ტიპის თიაქრის ქამრები არსებობს?
თიაქრის ბანდაჟი უნდა შეარჩიოთ თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე, იმისდა მიხედვით, ცალმხრივი საზარდულის თიაქარი გაქვთ თუ ორმხრივი. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- საზარდულის თიაქრის ქამარი – Morsa Cyberg/მორსა-ს ბრენდის ბანდაჟი, დამზადებულია ბამბანარევი ქსოვილისგან. ის ხსნის დისკომფორტს საზარდულის თიაქრის დროს. გამოიყენება ცალმხრივად გამოხატული პრობლემის შემთხვევაში. სპეციალური საფიქსაციო ბალიში შეგიძლიათ დააფიქსიროთ მტკივნეულ მიდამოში.
- გავა წელის თიაქრის კორსეტი – უზრუნველყოფს წელის არის (კუნთების, ხერხემლის მალთაშუა სახსრების) დაცვას და გამოიყენება ფიზიკური დატვირთვის დროს. დამზადებულია ბამბის ელასტიური მასალისგან.
- გავა-წელის თიაქრის ბანდაჟი – უზრუნველყოფს წელის არის (კუნთების, ხერხემლის მალთაშუა სახსრების) დაცვას და გამოიყენება ფიზიკური დატვირთვის დროს. დამზადებულია ნეოპრინის ჰაერგამტარი მასალისაგან.
- მალთაშუა დისკის თიაქრის ქამარი – გამოიყენება ლუმბოსაკრალური და ილიოსაკრალური ტკივილის მკურნალობის და ქრონიკული ტკივილის დროს. ასევე გამოიყენება მუცლის და წელის მიდამოების მხარდასაჭერად ზურგზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ.
- ხერხემლის თიაქრის ბანდაჟი – ხერხემლის კორსეტი უზრუნველყოფს ხერხემლის გულმკერდისა და წელის ნაწილების ფიქსაციას და გამოიყენება ხერხემლის მალების მოტეხილობის და კიფოზის სამკურნალოდ.
როდის არის საჭირო თიაქრის ქამრის გამოყენება?
თიაქრის ქამრის გამოყენება რეკომენდირებულია ოპერაციის შემდგომ პერიოდშიც, რადგან ის გართულებების პრევენციას ახდენს. მისი ტარების პერიოდი დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე და ინიშნება ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე. უმჯობესია, რომ თიაქრის ქამრის შეძენამდე რეკომენდაცია პირადი ექიმისგან მიიღოთ და დანიშნულების შესაბამისად დაიწყოთ მისი გამოყენება.
სად შევიძინოთ თიაქრის ქამარი?
კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს თიაქრის ქამრების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. ეს სამედიცინო საშუალება დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ელასტიური ქსოვილისგან, თიაქრის არეში კი მოთავსებული აქვს სპეციალური სილიკონის ბალიში, არის სტანდარტული ზომის და გააჩნია რეგულირებადი წელის ქამარიც. ეს პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასებში, კომპანია “ახალი ხედვის” ფილიალებში – თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისშია წარმოდგენილი.