წელის ტკივილი ადამიანებს ხშირად აწუხებთ და ეს ერთ-ერთი ყველაზე შემაწუხებელი მდგომარეობაა – ამ დროს რთულია დაძინება და მოსვენება. წელზე წარმოქმნილ პრობლემებს განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს. ტკივილი სუნთქვის დროს ძლიერდება, ამას შეიძლება მრავალი განსხვავებული მიზეზი ჰქონდეს. მაგალითად, ძვლოვანი ან კუნთოვანი ნაწილის დაზიანება. მწვავე, ძლიერი, შეტევითი ტკივილი კი, როგორც წესი, წელკავს ახასიათებს. წელის ტკივილის დროს პაციენტები მკურნალობის სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. წელის პრობლემების დროს გარკვეული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოთ. გააძლიერეთ თქვენი წელის კუნთები. ეს შესაძლებელია ცურვით და ნაკლებად ინტენსიური ვარჯიშებით. გარდა ამისა, ამ დროს რეკომენდირებულია იოგა, პილატესი და ფეხით სიარული. ასევე, მოერიდეთ დიდხანს ერთ პოზიციაში ჯდომას. ამ დროს სასურველია:
- ფიზიკური აქტივობა – გააძლიერეთ თქვენი წელის კუნთები. ეს შესაძლებელია ცურვით და ნაკლებად ინტენსიური ვარჯიშებით. გარდა ამისა ამ დროს რეკომენდირებულია იოგა, პილატესი და ფეხით სიარული.
- დატვირთვის შემცირება – თავი უნდა შეიკავოთ მკვეთრი მოძრაობებისგან და რამდენიმე დღის განმავლობაში შეინარჩუნოს მოსვენებითი მდგომარეობა. გარდა ამისა, მოერიდეთ სიმძიმეების აწევას.
- წელის ქამრები – ტკივილის შემსუბუქებას წელის ვარჯიშებთან ერთად ასევე, ხელს უწყობს ორთოპედიული ქამრები, რომლებსაც მრავალმხრივი დანიშნულება აქვთ. ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს რეკომენდებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან დამზადებული ზურგის კორსეტი, ხოლო რევმატული დაავადებების, წელისა და ზურგის არეში დისკომფორტისა და ტკივილის შესამცირებლად ანტიალერგიული ქსოვილისაგან დამზადებული წელის სტანდარტული კორსეტი გამოგადგებათ. მოტეხილობების შემთხვევაში კი ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას ჰიპერექსტენზიის კორსეტი უზრუნველყოფს. რაც შეეხება სპორტულ დაზიანებებს, როგორიცაა: ზურგის ქვედა ნაწილის დაჭიმვა, მალთაშუა დისკის თიაქარი, ამ შემთხვევაში ეფექტურია – ლუმბოსაკრალური ზურგის კორსეტის ტარება.
წელის ტკივილის დროს მიმართეთ ექიმს და მისგან მიიღეთ რეკომენდაციები თუ, რომელი მკურნალობის მეთოდია თქვენი პრობლემისთვის მისაღები. მაგალითად, წელის კორსეტების გამოყენების პერიოდი ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. შესაძლოა, მათი გამოყენება საჭირო იყოს რამდენიმე კვირა ან რამდენიმე თვე იყოს.
