როგორ მზადდება ინდივიდუალური სუპინატორი? – ნაბიჯ-ნაბიჯ პროცესი

ინდივიდუალური სუპინატორი არის ორთოპედიული ღაბაში, რომელიც მზადდება კონკრეტული პაციენტის ტერფის ანატომიური თავისებურებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. ის გამოიყენება ტერფის დეფორმაციების კორექციისთვის და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად.

როდის არის საჭირო ინდივიდუალური სუპინატორის გამოყენება?

ინდივიდუალური სუპინატორის გამოყენება რეკომენდებულია სხვადასხვა პათოლოგიის ან მდგომარეობის დროს, როგორიცაა:

  • ბრტყელტერფიანობა: ტერფის თაღების დადაბლება, ამორტიზაციის ფუნქციის დაქვეითება.
  • ტერფის სხვა დეფორმაციები: მაღალი თაღი, ქუსლის დეზი, პირველი თითის ვალგუსური დეფორმაცია.
  • დიაბეტური ტერფი: ზეწოლის სწორი გადანაწილება წყლულების პრევენციისთვის.
  • ვენების ქრონიკული დაავადებები (ვარიკოზი) ან ლიმფოსტაზი: ხელს უშლის შეშუპებას და ტკივილს ქვედა კიდურებში.
  • ჭარბი წონა: ამცირებს დატვირთვას სახსრებსა და მყესებზე.
  • რევმატული დაავადებები.
  • სპორტული და პროფესიული მაღალი დატვირთვა: ტრავმებისა და გადატვირთვის პრევენცია.
  • ორსულობა.
  • სქოლიოზი და სხვა პოზის დარღვევები, რომლებიც ტერფის არასწორი ფუნქციითაა გამოწვეული.

ექიმთან კონსულტაცია და კვლევა

ინდივიდუალური სუპინატორის დამზადების პროცესი იწყება ექიმის კონსულტაციით და ტერფის კვლევით. კომპანია „ახალი ხედვის“ კლინიკა მომხმარებლებს უკვე რამდენიმე წელია უმაღლესი ხარისხის იტალიური აპარატურით ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკას სთავაზობს. სამედიცინო დაწესებულება აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების ულტრასენსორული აპარატურით, რომლის საშუალებითაც პაციენტებს უტარდებათ პლანტოგრაფია, ანუ ტერფის კომპიუტერული კვლევა, რომელიც მოიცავს პოდოსკანირებასა და ბაროპოდომეტრიას, რაც გულისხმობს უძრავ და მოძრავ მდგომარეობაში ტერფის კვლევას.

  • პოდოსკანირება – ტარდება სტატიკურ მდგომარეობაში (დგომისას), რაც აჩვენებს ტერფის ფორმას, თაღის სიმაღლეს, სიგანეს, ზომებს და დეფორმაციის ხარისხს.
  • ბაროპოდომეტრია – ტარდება დინამიკაში (სიარულის დროს), მაღალი რეზოლუციის პლატფორმის გამოყენებით. ეს კვლევა ზომავს ტერფზე ზეწოლის განაწილებას მოძრაობის პროცესში.

როგორ ხდება დამზადება, რა მასალით?

ტერფის კვლევა, ძირითადად, ტარდება 3-4 წლიდან და ამისთვის  აუცილებელი პირობაა, ბავშვი მინიმუმ 20-21 კილოგრამს იწონიდეს. ტერფის კვლევა ქმნის ტერფის სამგანზომილებიან სურათს და იძლევა დეტალურ ინფორმაციას ტერფის ბიომექანიკის შესახებ, რაც აუცილებელია სუპინატორის ზუსტი დიზაინისთვის. ინდივიდუალურ მოდელში ზუსტად არის გათვალისწინებული კორექციის საჭირო წერტილები: თაღის აწევა, ქუსლის ფიქსაცია და ზეწოლის გადანაწილება. მასალა, კი შეირჩევა ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით.

საბოლოო შედეგი

ინდივიდუალური ღაბაშების გამოყენება კი უფრო ეფექტურია ყოველი ინდივიდუალური პრობლემის მკურნალობის პროცესისთვის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *