სამედიცინო უნიტაზი

სამედიცინო უნიტაზი ერთმანეთისგან განსხვავდება გადაადგილების მექანიზმისა და წონითი დატვირთვის მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის სიმაღლეში რეგულირებაც არის შესაძლებელი. ისინი შეირჩევა პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე და, ძირითადად,  არის კეცვადი, გააჩნია ფეხის საყრდენი და ხელის მუხრუჭი. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • მოძრავი უნიტაზი – არის კეცვადი, გააჩნია 4 საბურავი და ფეხის მუხრუჭი. სავარძელი არის ქრომირებული. გათვლილია მაქსიმუმ 100 კგ-ზე.
  • უნიტაზის ასამაღლებელი – მენჯ-ბარძაყის სახსარზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომ პერიოდში გამოიყენება. ეს პროდუქტი ზედაპირს 11-12 სანტიმეტრით ამაღლებს.
  • სკამი უნიტაზი – დამზადებულია ფოლადის მასალისგან და მისი მაქსიმალური წონითი დატვირთვა – 100კგ-ია;
  • სუდნო სკამი – მათი გამოყენება რეკომენდებულია მენჯ-ბარძაყის სახსარზე ჩატარებული ოპერაციისა და ინსულტის შემდგომ, ცერებრალური დამბლის დროს და რეაბილიტაციის პერიოდში. ამ სამედიცინო ნივთს ხშირად იყენებენ ხანდაზმული ადამიანებიც. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან გადაადგილების მექანიზმისა და წონითი დატვირთვის მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში, პროდუქტის სიმაღლეში რეგულირებაც არის შესაძლებელი.

სამედიცინო უნიტაზი გამოიყენება ავადმყოფის მოვლის პროცესში. ეს პროდუქტი ეხმარება როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ასევე, მოხუცებსა და პაციენტებს ოპერაციის შემდგომ პერიოდში. კომპანია  „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს ავადმყოფის მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფი ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და წარმატებით ახორციელებს 1000-ზე მეტი დასახელების მოვლის საშუალებების იმპორტსა და რეალიზაციას. სასურველი პროდუქტების შერჩევა  თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში არის შესაძლებელი. გარდა ამისა,  სამედიცინო ნივთების ყიდვა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე არის ხელმისაწვდომი. ამისთვის, მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათში დამატება დაგჭირდებათ. თბილისის მასშტაბით საკურიერო მომსახურება მოქმედებს, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტით მიიღებთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *