თვითგადასაადგილებელი საშუალებები

თვითგადასაადგილებელი საშუალებები ადამიანებს დამოუკიდებლად გადაადგილებასა და მოძრაობაში ეხმარება. მისი გამოყენება  რეკომენდირებულია მენჯ-ბარძაყის ოპერაციის შემდგომ, ინსულტის, ცერებრალური დამბლის დროს და რეაბილიტაციის პერიოდში.  ამ პაციენტის მოვლის საშუალებებს ხშირად იყენებენ ხანდაზმულიც.  ავადმყოფის მოვლის საშუალებებს შორის თვითგადასაადგილებელ სამედიცინო ნივთებზე მოთხოვნა დიდია, რადგან ეს პროდუქტი პაციენტებს შესაძლებლობას აძლევს გადაადგილდნენ უსაფრთხოდ, დაიცვან წონასწორობა და მოძრაობა გაიმარტივონ.

ყველაზე მოთხოვნადი თვითგადასაადგილებელი საშუალებები:

პაციენტის მოვლის საშუალებები სრულად მორგებულია პაციენტის საჭიროებებზე.  ეს პროდუქტები ადამიანებს გადაადგილებაში, მოძრაობაში, წამოდგომაში, წონასწორობის დაცვასა და სხვა ინდივიდუალური საჭიროებების მოგვარებაში ეხმარება. ყველაზე მოთხოვნადი თვითგადასაადგილებელი საშუალებებია:

  • ყავარჯენი – არსებობს იდაყვის და იღლიის, რომლებსაც აქვთ პლასტმასის ან სილიკონის საყრდენები. შესაძლებელია მათი სიმაღლეში რეგულირებაც სურვილისამებრ.
  • შშმ პირთა ეტლი – თითოეული მათგანი განსხვავდება მასალით, ზომებით, წონითი დატვირთვით, ფუნქციებით და  შეირჩევა პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე. ისინი ძირითადად,  არის კეცვადი, გააჩნია ფეხის საყრდენი და ხელის მუხრუჭი. არსებობს ასევე მრავალფუნციური ეტლი, რომელსაც აქვს მოძრავი საზურგე, ფეხის მოსათავსებელი, შესაძლებელია ასევე თავის დაფიქსირებაც სასურველ პოზიციაში.
  • ხელჯოხი – არსებობს ერთ, სამ და ოთხფეხიანი, სიმაღლეში რეგულირებადი და არარეგულირებადიც, ასევე დასაკეცი. ის ადამიანებს წონასწორობის დაცვასა და გადაადგილებაში ეხმარება.

სად შევიძინოთ პაციენტის მოვლის საშუალებები?

პაციენტების მოვლა ავადმყოფობის პერიოდში ურთულესი პროცესია. ამ დროს კი  მაღალი ხარისხის მოვლის საშუალებების გამოყენებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.  ამ მიმართულებით კომპანია  „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. სამედიცინო ჯგუფი ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში და წარმატებით ახორციელებს 1000-ზე მეტი დასახელების მოვლის საშუალებების იმპორტსა და რეალიზაციას. კომპანია „ახალი ხედვა“ საქართველოს მასშტაბით თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში საფირმო მაღაზიებით არის წარმოდგენილი. კომპანია ექსკლუზიური ბრენდების ავადმყოფის მოვლის საშუალებებს  აერთიანებს. მაღაზიების გარდა, პროდუქციის შეძენა ასევე შეგიძლიათ ონლაინ, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *