შლატერის დამცავი მუხლს დაზიანების შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება. შლატერის დაავადება მუხლის სახსრის გადაჭარბებული დატვირთვით გამოწვეული დაზიანების შედეგად ვითარდება. ძირითადად, მიზეზი ძვლის თავთან შეერთების ადგილას – მუხლის ფირფიტის განმეორებადი, ძლიერი დაჭიმვები ხდება. ეს პრობლემა უმეტეს შემთხვევაში 10-დან 18 წლამდე მოზარდებს უჩნდებათ. უფრო მეტად, კი ხშირი ბიჭებშია, რომელთა ორგანიზმიც აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას განიცდის. მკურნალობის პროცესში აუცილებელია მუხლის იმობილიზაცია, რომელსაც შლატერის დამცავი უზრუნველყოფს.
რისთვის არის საჭირო შლატერის დამცავი?
მუხლზე პრობლემები ხშირია, რადგან საკმაოდ დატვირთული სახსარია. ხშირი ჩივილია ნებისმიერი ასაკის ადამიანში შეიძლება შეგვხვდეს. ეს პრობლემა შესაძლოა სხვადასხვა დაზიანების გამო გაჩნდეს – მათ შორის ხშირია შლატერი. მუხლის უმოძრაოდ გაჩერება, კი ამ მდგომარეობაში ყველაზე მეტად ეხმარება პაციენტს. სწორედ ამიტომ მომხმარებლები ამ დროს ხშირად სარგებლობენ შლატერის დამცავით. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს კვირისტავის მყესის ფიქსაციას დამატებითი სილიკონის ბალიშით. შლატერის დამცავი სახსარს ეხმარება ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში და იცავს მას დამატებითი დაზიანებისგან.
შლატერის დამცავი ხელს უწყობს:
- ტკივილის შემსუბუქებას;
- დაზიანებული ადგილის იმობილიზაციას;
- მუხლის სახსარს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება.
როგორ შევარჩიოთ შლატერის დამცავი?
შლატერის დამცავის გამოყენების დრო დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე, შესაძლოა მისი ტარების საჭიროება მხოლოდ რამდენიმე დღე იყოს. თუმცა, არ არის გამორიცხული ეს პერიოდი რამდენიმე კვირაც გაგრძელდეს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- მუხლის მყესის დამჭერი – გამოიყენება კვირისტავის მყესის ანთების და ოსგუდ-შლატერის დაავადების დროს. დამზადებულია ორშრიანი ჰაერგამტარი პერფორირებული ნეოპრინის მასალისაგან.
- კვირისტავის მყესის დამჭერი – გამოიყენება კვირისტავის მყესის ანთების და ოსგუდ-შლატერის დაავადების დროს. დამზადებულია ორშრიანი ჰაერგამტარი პერფორირებული ნეოპრინის მასალისაგან.
- მუხლის დამჭერი ბალიშით – კვირისტავს და მის ირგვლივ არსებულ ქსოვილებს დაზიანებისგან იცავს. ეფექტურია განსაკუთრებით სპორტული აქტივობების დროს.