ანტივარიკოზული კოლგოტი

ანტივარიკოზულ კოლგოტში განარჩევენ რამდენიმე კლასს. პირველი კლასის გამოყენება შეიძლება როგორც პროფილაქტიკის, ასევე ვენური დაავადების მსუბუქი ფორმის დროს. რაც შეეხება დანარჩენ კლასებს, მათ აქვთ სამკურნალო დანიშნულება და ინიშნება ჯანმრთელობის სხვა პრობლემების შესაბამისად. მკურნალობის შედეგი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ სტადიაში იწყება მისი გამოვლენა.

რისთვის არის საჭირო ანტივარიკოზული კოლგოტი

ანტივარიკოზულ კოლგოტს ვარიკოზის მოსავლელად პაციენტები ატარებენ. ეს პროდუქტი ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და დაავადების შემდგომი პროგრესირების პროფილაქტიკას უზრუნველყოფს. მათი მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზე.  წინდა იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს.

ანტივარიკოზული კოლგოტის ბენეფიტები

ანტივარიკოზული გეტრები ხელს უშლის ქვემო კიდურების ვენებში სისხლის შეგუბებას და იდეალურია სიმპტომების შესამსუბუქებლად. ეს პროდუქტი ვარიკოზის დროს პაციენტებს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში ეხმარება:

  • ხელს უწყობს ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას;
  • ხელს უშლის სისხლის შეგუბებას;
  • ხსნის სიმძიმის შეგრძნებას ფეხებში;
  • ახდენს დაავადების შემდგომი პროგრესირების პრევენციას;
  • უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

როგორ შევარჩიოთ ანტივარიკოზული კოლგოტი?

ანტივარიკოზული კოლგოტი განსხვავდება ზომებით, კომპრესიით, დიზაინით, სიგრძით, ქსოვილით, ფასებითა და დანიშნულებით. მაგალითად,  ზოგიერთი მათგანი გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, მას  ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროსაც ატარებენ. ამ სამედიცინო საშუალებებში განარჩევენ რამდენიმე კლასის კომპრესიას. პირველი კლასის გამოყენება შეიძლება როგორც პროფილაქტიკის, ასევე ვენური დაავადების მსუბუქი ფორმის დროს.  რაც შეეხება დანარჩენ კლასებს, მათ მომხმარებლები მკურნალობის მიზნით იყენებენ და ისინი აუცილებლად ექიმის მიერ პრობლემის სირთულის მიხედვით უნდა დაინიშნოს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *