შლატერის სამუხლე – ბენეფიტები და გამოყენების წესები

შლატერის სამუხლე გამოიყენება მენისკის გახევის ან შლატერის დაავადების დროს. ეს პროდუქტი მუხლს დაზიანების შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება.  შლატერის დაავადებას თან ახლავს ტკივილი, შეშუპება და მგრძნობელობის გაძლიერება. დისკომფორტი ძლიერდება აქტივობების დროს და მცირდება დასვენების პერიოდში. შლატერის სიმპტომებია:

  • შესიება;
  • ტკივილი ფიზიკური აქტივობის დროს;
  • დისკომფორტი მუხლის ქვედა არეში;
  • კოჭლობა ფიზიკური დატვირთვის შემდეგ

რა ბენეფიტები აქვს შლატერის სამუხლეს?

შლატერის დაავადება საკამოდ გავრცელებულია მოზარდებში. განსაკუთრებით, მათში ვინც ერთიანად მოიმატეს სიმაღლეში და ძვლების, კუნთებისა და მყესების ზრდის პროცესი არ დაემთხვა ერთმანეთს. მოზარდების გარდა, რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან სპორტსმენებიც, რომლებიც ხშირად იღებენ ტრავმებს სპორტული აქტივობების დროს. მუხლის უმოძრაოდ გაჩერება, კი  ამ მდგომარეობაში ყველაზე მეტად ეხმარება პაციენტს. სწორედ ამიტომ მომხმარებლები ამ დროს ხშირად სარგებლობენ შლატერის სამუხლით. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს კვირისტავის მყესის ფიქსაციას დამატებითი სილიკონის ბალიშით. შლატერის დამცავი ხელს უწყობს:

  • ტკივილის შემსუბუქებას;
  • დაზიანებული ადგილის იმობილიზაციას;
  • მუხლის სახსარს ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში ეხმარება.

როგორ შევარჩიოთ შლატერის სამუხლე?

მკურნალობის პროცესში პაციენტები იღებენ მედიკამენტებს, ასრულებენ დაჭიმვით ვარჯიშებსა და იყენებენ შლატერის სამუხლით. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

  • მუხლის მყესის დამჭერი – გამოიყენება კვირისტავის მყესის ანთების და ოსგუდ-შლატერის დაავადების დროს. დამზადებულია ორშრიანი ჰაერგამტარი პერფორირებული ნეოპრინის მასალისაგან.
  • კვირისტავის მყესის დამჭერი- გამოიყენება კვირისტავის მყესის ანთების და ოსგუდ-შლატერის დაავადების დროს. დამზადებულია ორშრიანი ჰაერგამტარი პერფორირებული ნეოპრინის მასალისაგან.
  • მუხლის დამჭერი ბალიშით – კვირისტავს და მის ირგვლივ არსებულ ქსოვილებს დაზიანებისგან იცავს. ეფექტურია განსაკუთრებით სპორტული აქტივობების დროს.

გამოყენების წესები

შლატერის სამუხლის გამოყენების დრო დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე, შესაძლოა მისი ტარების საჭიროება მხოლოდ  რამდენიმე დღე იყოს. თუმცა, არ არის გამორიცხული ეს პერიოდი რამდენიმე კვირაც გაგრძელდეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *