შლატერი საკამოდ გავრცელებულია მოზარდებში. განსაკუთრებით, მათში ვინც ერთიანად მოიმატეს სიმაღლეში და ძვლების, კუნთებისა და მყესების ზრდის პროცესი არ დაემთხვა ერთმანეთს. მოზარდების გარდა, რისკ ჯგუფს მიეკუთვნებიან სპორტსმენებიც, რომლებიც ხშირად იღებენ ტრავმებს სპორტული აქტივობების დროს. შლატერი მუხლის სახსრის გადაჭარბებული დატვირთვით გამოწვეული დაზიანების შედეგად ვითარდება.
რამ შეიძლება გამოიწვიოს შლატერი?
შლატერის დაავადების პროგრესირება ზრდის პროცესს უკავშირდება და უმეტესად ახალგაზრდა, ათლეტური აღნაგობის ბიჭებს აწუხებთ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ერთბაშად აიყარა ტანი. შლატერის გამომწვევი მიზეზებია:
- ძვლის და ხრტილის ანთება;
- მუხლის სახსრის გადაჭარბებული დატვირთვა;
- დაზიანება.
შლატერის სიმპტომები
შლატერის დაავადებას თან ახლავს ტკივილი, შეშუპება და მგრძნობელობის გაძლიერება. დისკომფორტი ძლიერდება აქტივობების დროს და მცირდება დასვენების პერიოდში. შლატერის სიმპტომებია:
- შესიება;
- კოჭლობა ფიზიკური დატვირთვის შემდეგ;
- ტკივილი ფიზიკური აქტივობის დროს;
- დისკომფორტი მუხლის ქვედა არეში;
- კოჭლობა ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.
შლატერის მკურნალობა
შლატერის მკურნალობის დროს ტკივილის თავიდან ასარიდებლად სპორტსა და გადაჭარბებულ ვარჯიშს უნდა მოერიდოთ. ასევე საჭიროა თავის შეკავება მუხლის ძლიერი მოხრისგან. მკურნალობის პროცესში პაციენტები იღებენ მედიკამენტებს, ასრულებენ დაჭიმვით ვარჯიშებსა და იყენებენ მუხლის ფიქსატორებს. სიმპტომები თავისთავად ქრება რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ. კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი, ექსკლუზიური ბრენდების – მორსასა/MorsaCyberg და ბერგერის/Berger მუხლის ფიქსატორებს სთავაზობს. პროდუქცია ყველა ზომაშია ხელმისაწვდომი, ფასები კი 20 ლარიდან 385 ლარამდე მერყეობს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
- მუხლის მყესის დამჭერი – გამოიყენება კვირისტავის მყესის ანთების და ოსგუდ-შლატერის დაავადების დროს. დამზადებულია ორშრიანი ჰაერგამტარი პერფორირებული ნეოპრინის მასალისაგან.
- კვირისტავის მყესის დამჭერი- გამოიყენება კვირისტავის მყესის ანთების და ოსგუდ-შლატერის დაავადების დროს. დამზადებულია ორშრიანი ჰაერგამტარი პერფორირებული ნეოპრინის მასალისაგან.
- მუხლის დამჭერი ბალიშით – კვირისტავს და მის ირგვლივ არსებულ ქსოვილებს დაზიანებისგან იცავს. ეფექტურია განსაკუთრებით სპორტული აქტივობების დროს.