თეძოს ტკივილი სიარულისას – გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობის გზები

თეძოს ტკივილი სიარულისას საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს უბრალო დაღლილობით ან სერიოზული ქრონიკული დაავადებებით. თეძოს სახსარი სხეულში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია  და ამიტომ ნებისმიერი დისკომფორტი ამ დროს საყურადღებოა.

რა იწვევს თეძოს ტკივილს სიარულისას?

თეძოს ტკივილი ხშირად ვითარდება  სპორტსმენებში და  მოცეკვავეებში, რადგან არასწორმა მოძრაობამ მარტივად შეიძლება დაჭიმულობა გამოიწვიოს. ასევე, ამ პრობლემის მიზეზებია:

  • პროფესიული საქმიანობა;
  • ფიზიკური ვარჯიშების შესრულება გახურების გარეშე;
  • ემოციური დაძაბულობა;
  • არასწორ მდგომარეობაში დიდხანს ჯდომა/წოლა.

როგორ ავირიდოთ თავიდან თეძოს ტკივილი სიარულისას?

თეძოს ტკივილი სიარულისას საკმაოდ შემაწუხებელია, თუმცა ხშირ შემთხვევაში მისი პრევენცია ან შემცირება მარტივი ჩვევების შეცვლით არის შესაძლებელი. გთავაზობთ, რჩევებს, რომლებიც მოძრაობის დროს  დისკომფორტის აცილებაში დაგეხმარებათ:

  • შეარჩიეთ სწორი ფეხსაცმელი – თუ ის არასწორია, დატვირთვა არათანაბრად ნაწილდება და თეძოს სახსრებს აზიანებს.
  • ერიდეთ მაღალ ქუსლებს – ისინი ცვლიან სხეულის სიმძიმის ცენტრს და ზედმეტად ტვირთავენ მენჯ-ბარძაყის არეს.
  • ეცადეთ, თავი და მხრები გქონდეთ გამართული, ნუ იხრებით წინ და მოერიდეთ ზედმეტად დიდი ნაბიჯების გადადგმას. მცირე და საშუალო ზომის ნაბიჯები ნაკლებად ტვირთავს სახსარს.
  • წონის კონტროლი – თითოეული ზედმეტი კილოგრამი სიარულისას თეძოს სახსარზე რამდენჯერმე მეტ დატვირთვას წარმოქმნის. წონის მცირედი კლებაც კი საგრძნობლად ამსუბუქებს ტკივილს.
  • მოერიდეთ ზედმეტ დატვირთვას – თუ შესაძლებელია, იარეთ სწორ და რბილ ზედაპირზე.

როგორ ვუმკურნალოთ თეძოს ტკივილს?

თეძოს ტკივილის მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზებზე. სპეციალისტები ამ დროს რეკომენდაციას ორთოპედიულ პროდუქტებს უწევენ, რადგან ეს პროდუქტი ტკივილის  დაზიანებული ადგილის ეფექტურ აღდგენასა და რეაბილიტაციას უზრუნველყოფს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • მენჯ-ბარძაყის სახსრის ბანდაჟი – გამოიყენება მენჯ-ბარძაყის სახსრის დაზიანებისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.
  • ბარძაყის დამჭერი – გამოიყენება ბარძაყის კუნთების სხვადასხვა სახის დაზიანებების დროს. ინარჩუნებს სითბოს და უზრუნველყოფს კუნთების ფიქსაციას. იდეალურია სპორტული და სხვა სახის ტრავმების შემთხვევაში.
  • მენჯ-ბარძაყის ორთეზი – უზრუნველყოფს სწრაფ რეაბილიტაციას და იცავს მენჯ-ბარძაყის სახსარს განმეორებითი დაზიანებისგან.

გამოყენებამდე, გთხოვთ ეწვიოთ ექიმს და მისი რეკომენდაციის მიხედვით შეარჩიოთ შესაბამისი პროდუქტი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *