წელის ტკივილი

წელის ტკივილი თანამედროვე ცხოვრებაში ადამიანის თანხმლები პრობლემა გახდა. ამის გამომწვევი მიზეზი მრავალგვარია, იქნება ეს – მჯდომარე ცხოვრების წესი და უმოძრაობა, თუ პირიქით დიდი ფიზიკური დატვირთვა, სააგარაკო სამუშაოები, მძიმე ჩანთები, არასწორად შერჩეული ვარჯიშების კომპლექსი ან სულაც არასწორ პოზაში ძილი.

თუმცა, წელის ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს არა მხოლოდ ხერხემლის, არამედ გინეკოლოგიური და უროლოგიური ხასიათის პრობლემებითაც. უფრო ხშირად გინეკოლოგიური ტკივილები საშვილოსნოს ნაკეცის ან დანამატების ქრონიკული ანთების სიმპტომი – ხერხემლის, წელისა და გავის ძვლის არეში შეიძლება იყოს.

ასევე, წელისა და საკვერცხის ტკივილს იწვევს სხვადასხვა მიზეზიც, მაგალითად:

  • ოვულაციური პერიოდი
  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოების  ანთება, რომელიც საშვილოსნოს, საკვერცხეებსა და ფალოპის მილებს მოიცავს.
  • ენდომეტრიოზი, ანუ საშვილოსნოს მსგავსი ქსოვილის განვითარება საშვილოსნოს გარეთ
  • საკვერცხის კისტა – სითხიანი შიგთავსის მქონე პათოლოგიური წარმონაქმნი.

წელის  ტკივილი ორსულობის დროს

ორსულობის პერიოდში ქალების უდიდეს ნაწილს აწუხებს წელის ტკივილი. ეს ბუნებრივია, რადგან მენჯის ძვლების დატვირთვა იზრდება და  აწვება თეძოს ძვლებს. უმეტესობას წელის ტკივილი ორსულობის მეორე ტრიმესტრში (12-ე კვირიდან 24 კვირამდე) აღენიშნება. ეს ხშირ შემთხვევაში ბუნებრივია და იმის მანიშნებელია, რომ ნაყოფმა სწარაფად ზრდა დაიწყო. ტკივილის შესამსუბუქებლად რამდენიმე ბუნებრივი და ეფექტური საშუალება არსებობს: ვარჯიში, ცურვა, ფეხით სეირნობა,  დაბალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება, სიმძიმეების აწევისგან თავის შეკავება და რაც მთავარია – შესაბამისი საორსულე ბანდაჟების გამოყენება, რომელიც წელის არეში დატვირთვას ამცირებს და მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.

წელის ტკივილი მამაკაცებში

მამაკაცებში წელის ტკივილის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი პროსტატის ჯირკვალთან დაკავშირებული პრობლემა შეიძლება იყოს. ტკივილი წელის არედან იწყება და მუცლის ქვედა მხარეს გადაეცემა, რაც შარდის გამოყოფის გართულებას იწვევს. მსგავსი შეგრძნება თან ახლავს აპენდიქსის ანთებას ან შარდ-კენჭოვან დაავადებებს. მამაკაცებში წელის ტკივილის გამომწვევი სხვა ფაქტორებიც არსებობს. მაგალითად, გავა-წელის რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, სქოლიოზი, კოქსართროზი და სხვა.

წელის გაციება

წელის გაციება, იგივე  წელკავი  – მწვავე, ძლიერი, შეტევითი ტკივილი კუნთების სპაზმითაა განპირობებული. ამის გამომწვევი მიზეზი უხერხული მოძრაობა, მძიმე საგნის აწევა, ბავშვის მოვლა, მანქანის ხანგრძლივი მართვა, ავარია ან  დაცემა შეიძლება გახდეს. წელკავი ხშირად  ფიზიკური აქტიურობის აუცილებლობას შეგვახსენებს და ჯანსაღი ცხოვრებისკენაც მოგვიწოდებს.

როგორ ვუმკურნალოთ წელის ტკივილს

წელის ტკივილის მკურნალობისას შესვენება და აღდგენა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რჩევა იყო, თუმცა დღესდღეობით უფრო სასარგებლო რჩევად იქცა – აქტიურობა. ხანგრძლივი დასვენება აუარესებს ტკივილს, ვარჯიში კი წელავს და აძლიერებს ზურგის კუნთებს. წელის კუნთების გაძლიერება, კი შესაძლოა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს პრობლემის განვითარების თავიდან ასარიდებლად. ამ დროს რეკომენდებულია ნაკლებად ინტენსიური ვარჯიშები, როგორიც არის ცურვა, იოგა, პილატესი და სიარული. ასევე,  ეფექტურია  წელის კორსეტებისა და ქამრების ტარება.  თუმცა, თუ წელის ტკივილი დიდხანს გაგრძელდა უმჯობესია ექიმთან ვიზიტი და სამკურნალო გეგმის შედგენა.

კომპანიაახალი ხედვისწელის ქამრები

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სხვადახვა დანიშნულების მქონე წელის ქამრებსა და კორსეტებს სთავაზობს. მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდებია – მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. ამ პროდუქციის ღირებულება, კი 18 ლარიდან 295 ლარამდე მერყეობს.  განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

  • ზურგის კორსეტი –  ბამბის ელასტიური ქსოვილისგან არის  დამზადებული,მისი ტარება მარტივად  ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და იყენებენ  ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა  და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს.  ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს .
  • წელის სტანდარტული კორსეტი – დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან და  მას აქვს პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს სხეულის ამ ნაწილში. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს.  ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს.
  • ორსულობის ბანდაჟი – ზურგისა და წელის არეში დატვირთვას ამსუბუქებს და ტკივილსაც ამცირებს. გამოიყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში.
  • წელის მატყლის კორსეტი – სითბური ეფექტი აქვს და ინარჩუნებს სხეულის ტემპერატურას წელისა და მუცლის არეში . გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
  • ოპერაციის შემდგომი სარტყელი – გამოიყენება მუცლის ღრუს ოპერაციების შემდგომ პერიოდში, ექიმის დანიშნულებით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *