ბრტყელტერფიანობა

ბრტყელტერფიანობის დროს ტერფი დეფორმირდება და ამორტიზაციის უნარს კარგავს. ამ დროს ადამიანი სიარულისას ძლიერ იღლება და ტკივილიც აწუხებს. ტერფი სხეულის ფუნდამენტია და მასთან დაკავშირებული პრობლემები ძვალ-სახსროვანი სისტემებისა და მთელი კონსტრუქციის ცვლილებას იწვევს.  ხშირად, თუ პრობლემა ტერფს სცილდება,  გამომწვევ მიზეზად მას საერთოდ არ განიხილავენ. ამიტომ, ტერფის დარღვევებს ბავშვობიდანვე სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს – ეს შესაძლოა, სხვა დაავადებების პრევენციის საფუძველი გახდეს.

ბრტყელტერფიანობის გამომწვევი მიზეზები

ბრტყელტერფიანობა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.  ეს პრობლემა შეიძლება ტრავმას, სახსრის დაზიანებასა და  რაქიტს უკავშირდებოდეს. თუმცა, მისი ყველაზე გავრცელებული ფორმა – სტატიკური ბრტყელტერფიანობაა ანუ როდესაც ტერფს რეგულარული ჭარბი დატვირთვა აქვს. შეიძლება ეს წონის მატებასთან ან პროფესიულ საქმიანობასთანაც იყოს კავშირში. გარდა ამისა, ბრტყელტერფიანობის მიზეზად ასევე შეიძლება იქცეს:

  • არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი;
  • ორსულობა;
  • როფესიები, რომლებიც დიდხანს დგომას მოითხოვს;
  • სიმძიმეების ტარება;

ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკა

ტერფების დეფორმაციის ხარისხის დასადგენად მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება არ არის საკმარისი და ამას კომპიუტერული კვლევა სჭირდება. თანამედროვე ტექნოლოგიები ბრტყელტერფიანობის დიაგნოსტიკის ახალ მიდგომებს გვთავაზობს. ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკის წყალობით, დეტალური ინფორმაცია შეგვიძლია მივიღოთ ტერფის ფორმის, ყრდნობის ფართის, სიმძიმის ღერძისა და სხვა მონაცემების შესახებ.

კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებელს სთავაზობს პლანტოგრაფიას,რაც მოიცავს ბაროპოდომეტრიასა და პოდოსკანირებას. ტერფის დიაგნოსტიკას ახდენს უახლესი თაობის იტალიური Diassu-ს აპარატით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. ამის საფუძველზე, კი ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის შესაძლებელია სპეციალური ინდივიდუალური ღაბაშის (სუპინატორების) დამზადება, რაც ბრტყელტერფიანობის და ტერფის სხვა პათოლოგიების  კორექციისა და პროფილაქტიკისათვის მაქსიმალურ შედეგს იძლევა.

ბრტყელტერფიანობის მკურნალობა

ბრტყელტრფიანობის მკურნალობა შესაძლოა, კომპლექსური მეთოდით – ფიზიოთერაპიით, ბალნეოთერაპიით, მედიკამენტური თერაპიით და სამკურნალო ფიზკულტურით. მკურნალობის პროცესში ზემოთ ჩამოთვლილ პროცედურებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია სუპინატორის ტარება. ეს სამედიცინო პროდუქტი, ტერფის სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და ტკივილსა და დისკომფორტს ამცირებს.

კომპანია „ახალი ხედვის“ მაღაზიებში ორთოპედიული სუპინატორების ფართო არჩევანია. სამედიცინო ჯგუფი მომხმარებლებს მყარ და სილიკონის სუპინატორებს სთავაზობს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

  • სილიკონის სიგრძივი დამჭერი ( წებოვანი) – გამოიყენება ბრტყელი ტერფის დროს.დამზადებულია სამედიცინო სილიკონისგან.გადაკრული აქვს რბილი ქსოვილი.
  • სილიკონის ჩასაფენი – უზრუნველყოფს ტერფზე ზეწოლის სწორ გადანაწილებას. ეს პროდუქტი გამოიყენება ბრტყელი თაღის სამკურნალოდ და ამცირებს ტკივილსა და დისკომფორტს.
  • საბავშო სუპინატორი – ასწორებს ფეხის თაღს და გამოიყენება ბავშვებში ბრტყელტერფიანობის შემთვევაში. ის ინარჩუნებს ფეხის სტაბილურობას და აუმჯობესებს ტერფის მდგომარეობას, განსაკუთრებით ვარჯიშის ან მოძრაობის დროს. ჩაღრმავებული ქუსლი უზრუნველყოფს ტერფის ჯანსაღ ჩამოყალიბებას. მოქნილი და შემაღლებული რბილი კიდეები კიდევ უფრო კომფორტულს ხდის ფეხის მოძრაობას . ეს პროდუქტი ადვილად ჯდება ნებისმიერი ტიპის ფეხსაცმელში. საბავშვო სუპინატორი დაფარულია Alcantara-ს ქსოვილით, რომელიც ადვილად ირეცხება და შრება, არ აოფლინებს ფეხს და სუნთქავს.
  • სუპინატორი B-300 (Redux Heel-2) – აფიქსირებს ფეხს ანატომიურ  მდგომარეობაში.მისი მოხმარების შედეგად შეგიმსუბუქდებათ ტკივილი ქუსლის არეში მოძრაობის დროს.გამოიყენება როგორც ბრტყელი ტერფის,ასევე ქუსლის დეზის დროს.დამზადებულია კაუჩუკისა და სილიკონის მასალისგან.