ყავარჯენი

ყავარჯენს იყენებენ მაშინ, როდესაც საჭიროა ფეხს ნაკლები ძალა და დათვირთვა დააწვეს. ამ პროდუქტის გამოყენება შეიძლება, რომელიმე სპორტული აქტივობის დროს მიღებული ზიანის, ავარიის ან სხვა მოტეხილობების შემთხვევაში დაგვჭირდეს.  ფეხზე ან ტერფზე ქირურგიული ჩარევა ან მათი დაზიანება  მნიშვნელოვნად ზღუდავს გადაადგილების უნარს,  რთულდება სიარული, კიბეზე ასვლა და ამ დროს სხვისი დახმარების საჭიროება ჩნდება – ეს კი ხშირად უხერხულობას ქმნის. ამიტომ,  მსგავს მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის ყავარჯენი – მნიშვნელოვანი საყრდენია. აუცილებელია  ყავარჯნების გამოყენებისას რამდენიმე რჩევა გაითვალისწინოთ:

  •  ეცადეთ, წონითი დატვირთვა ხელებზე გადაანაწილოთ და არა   იდაყვებზე;
  •   ეცადეთ, ატაროთ დაბალი, დამხმარე ფეხსაცმელი;
  •   ეცადეთ, პატარა ნაბიჯები გადადგათ;
  •   ეცადეთ, მოერიდოთ ხალიჩებს და ელექტრო სადენებს;
  •  ეცადეთ, პირადი ნივთები ჯიბეში, ზურგჩანთაში ატაროთ და  ხელში არაფერი     გეჭიროთ.
  •   ეცადეთ, ღამით უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის განათება დააყენოთ თქვენს დერეფნებში, საძინებლებში და სველ წერტილებში.

როგორ შევარჩიოთ ყავარჯენი?

არსებობს იდაყვის და იღლიის ყავარჯნები, რომლებსაც აქვთ პლასტმასის ან სილიკონის საყრდენები. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მათი სიმაღლეში რეგულირება შეგიძლიათ. იდაყვის ყავარჯნის გამოყენება მეტ ძალას მოიითხოვს და გამოცდილი პაციენტებისთვის უფრო რეკომენდებულია. ის უხეშ ან უსწორმასწორო რელიეფზე სტაბილური და ბევრად უფრო მოქნილია. იმ შემთხვევაში, თუ ახალი დაწყებული გაქვთ ყავრჯნის ტარება და წონასწორობის შენარჩუნება გიჭირთ, მაშინ თქვენთვის იღლიის ყავარჯენი უფრო მოსახერხებელი იქნება. უმჯობესია, რომ ყავარჯენი პირად ექიმთან კონსულტაციის შემდეგ შეარჩიოთ.

სად შევიძინოთ ყავარჯენი?

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ლაბვეტის / lab-vet  ბრენდის ყავარჯნებს სთავაზობს. პროდუქცია ხელმისაწვდომია მთელი საქართველოს მასშტაბით 16 მაღაზიაში. სასურველი პროდუქტის შეძენა თბილისის გარდა, გორში, ზუგდიდში, ქუთაისსა და   ბათუმში მდებარე „ახალი ხედვის“ ფილიალებში შეგიძლიათ. ასევე, ყავარჯნები ხელმისაწვდომია კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. მათი ფასი, კი 30 ლარიდან 45 ლარამდე მერყეობს. ყავარჯნების გამოყენება დამოკიდებულია რებილიტაციის პერიოდის ხანგრძლივობაზე და ეს საკითხი, უმჯობესია, ექიმმა ინდივიდუალური პრობლემიდან გამომდინარე გადაწყვიტოს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *