ბრტყელტერფიანობა ბავშვებში

ბრტყელტერფიანობა ბავშვებში საკმაოდ ხშირი პრობლემაა. ამ დაავადების გამოვლინებას დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ბავშვის სკოლამდელ და სასკოლო ასაკში, ასევე მოზარდებშიც. ბრტყელტერფიანობა მიეკუთვნება ტერფის ისეთ დეფორმაციას, რომლის დროსაც შეიმჩნევა ტერფის თაღის სიმაღლის შემცირება, ან კიდევ ტერფის გაბრტყელება. ასევე, ხდება თითებისა და ტერფის წინა ნაწილის გარეთ გადახრა.

რამ შეიძლება გამოიწვიოს ბრტყელერფიანობა ბავშვებში?

თაღების ჩამოყალიბების პროცესი მიმდინარეობს 3-4 წლიდან 8 წლის ასაკამდე. სწორედ ეს პერიოდი ითვლება საუკეთესო დაქვემდებარების პერიოდად, როცა ცვლილებების შეტანა და თაღების ჩამოყალიბების პროცესში ხელშეწყობა შესაძლებელია.  სწორედ, ამ დროს უნდა გავამახვილოთ ყურადღება ყველა დეტალზე. ბრტყელტერფიანობა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს:

  • გენეტიკასთან;
  • ჭარბ წონასთან;
  • არასწორად შერჩეულ ფეხსაცმელთან.

ბრტყელტერფიანობის სიმპტომები ბავშვებში

ასაკის მატებასთან ერთად,  ტერფის დეფორმაცია პროგრესირებას განიცდის, ვითარდება ორგანიზმის გადაღლა და ირღვევა ნაბიჯების თანმიმდევრობაც. ბრტყელტერფიანობის დროს ბავშვებს ისეთი ჩივილები, აწუხებთ როგორიცაა:

  • ადვილად დაღლა;
  • ფეხებში სიმძიმის შეგრძნება;
  • წვივის კუნთების ტკივილი;
  • წელის ტკივილი.

როგორ ვუმკურნალოთ ბრტყელტერფიანობას ბავშვებში?

ბრტყელი ტერფის პროფილაქტიკა და მკურნალობა აუცილებლად ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს. ტერფის კვლევის ციფრული მეთოდია – პლანტოგრაფია რომელიც  ტერფის პირდაპირ სკანირებას გულისხმობს. ეს პროცესი  გამოირჩევა მაღალი ინფორმატიულობითა და სრული ობიექტურობით, რომელსაც არ ახასიათებს უკუჩვენებები და სრულიად უვნებელია. პლანტოგრაფიის დროს  სამ-განზომილებაში ტერფის პირდაპირი სკანირება და პარამეტრების ანალიზი ხდება.  ტერფის ფუნქციონალური კვლევა მიზანშეწონილია 3-4 წლის ასაკიდან. საუკეთესო დაქვემდებარების პერიოდი კი 4-დან 8 წლამდეა. ბავშვებში ტერფის დიაგნოსტირების ჩასატარებლად აუცილებელი პირობაა, რომ ბავშვი იწონიდეს მინიმუმ 20-21კგ-ს. ტერფის დიაგნოსტირების ჩასატარებლად მოსულ პაციენტს სასურველია, თან ჰქონდეს ერთი ან ნახევარი ზომით დიდი, სქელძირიანი, სპორტული სტილის ფეხსაცმელი, რომელსაც ეღება ლანჩი.

ასევე, ბრტყელტერფიანობის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს შესაფერისი ფეხსაცმლის ტარებას, რომელიც უმჯობესია, იყოს ტყავის, შედარებით განიერი ქუსლით. აუცილებელია ფეხსაცმლის ძირზე, იქ, სადაც განლაგდება ტერფის თაღი, დამაგრდეს სპეციალური ტყავის შემაღლება-სუპინატორი, რომელიც ხელოვნურად ხელს უწყობს ტერფის თაღის ამაღლებას. დიდი მნიშვნელობა აქვს ტერფების მასაჟს, რომლის დროსაც დიდი მონდომებით უნდა ხდებოდეს ტერფის თაღის დამუშავება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *