როგორ შევარჩიოთ ზურგის კორსეტი?

ზურგის კორსეტი ხერხემალს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და იდეალურია წელის ტკივილის აღმოსაფხვრელად. ეს პროდუქტი ხელს უწყობს ხერხემლის არეში დატვირთვის შემსუბუქებას, ზურგის ტკივილის აღმოფხვრასა და გამოიყენება კუნთოვანი სისტემის მრავალი დაავადების რეაბილიტაციის მიზნით. ექიმის რეკომენდაციით, ზოგიერთი მათგანი მუცლის ღრუს ოპერაციების შემდგომ გამოიყენება. გასაბერი წელის კორსეტი კი საუკეთესო საშუალებაა ხერხემლის მალთაშუა დისკების დაზიანების, სპონდილოზის დროს და მენჯ-ბარძაყის ტკივილის შესამსუბუქებლად.

ზურგის კორსეტის სხვადასხვა ტიპები

ზურგის კორსეტი – ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ორთოპედიული პროდუქტია. პაციენტები მათ სხვადასხვა პრობლემის გამო ატარებენ. ხშირია ამ სამედიცინო საშუალების გამოყენება ხერხემლის თანდაყოლილი პათოლოგიების, ზურგის სვეტის დაზიანებების, ოსტეოპოროზისა და რადიკულიტის დროს. ზურგის კორსეტი სხეულის ამ ნაწილში ტკივილის შემცირებას ეხმარება და  ხერხემლის ნორმალური მდგომარეობის აღდგენას უწყობს ხელს. მათი ტარება რეკომენდირებულია ოპერაციის შემდგომ პერიოდში და იმათთვისაც, ვისაც თეთრი ხაზის ან მალთაშუა დისკის თიაქარი აწუხებთ. ამ პროდუქტების გამოყენებამდე უმჯობესია, რომ რეკომენდაციები პირადი ექიმისგან მიიღოთ. მათი ტარების პერიოდი  ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. შესაძლოა, მათი გამოყენება საჭირო იყოს რამდენიმე კვირა ან რამდენიმე თვეც კი.

სად შევიძინოთ ზურგის კორსეტები?

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს ზურგის კორსეტების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები – მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. “ახალი ხედვის” სხვა პროდუქტების მსგავსად ეს სამედიცინო საშუალებებიც უმაღლესი ხარისხისაა და რა თქმა უნდა მათი შეძენაც ხელმისაწვდომ ფასად არის შესაძლებელი.  ახლა, რამდენიმე მათგანი განვიხილოთ:

  • ზურგის კორსეტი – ბამბის ელასტიური ქსოვილისგან არის დამზადებული, მისი ტარება მარტივად  ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და იყენებენ  ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა  და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს.  ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს .
  • წელის სტანდარტული კორსეტი – დამზადებულია ანტი-ალერგიული ქსოვილისაგან და მას აქვს პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს სხეულის ამ ნაწილში. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს. ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს.

კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს, სთავაზობს სხვა ორთოპედიულ პროდუქტებსაც. სასურველი სამედიცინო ნივთის შეძენა შეძენა შესაძლოა, როგორც კომპანიის მაღაზიებში, ასევე ონლაინ რეჟიმში “ახალი ხედვის” ოფიციალურ საიტზე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *