კომპრესიული წინდები ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას. მას პაციენტები ვენებზე არსებული პრობლემების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნითაც გამოიყენებენ. კომპრესიული წინდების გამოყენება აუცილებელია რადგან:
- აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას;
- ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში;
- ახდენს დაავადების შემდგომი პროგრესირების პრევენციას.
კომპრესიული წინდები აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ამ პროდუქციის გამოყენება რეკომენდირებულია:
- ხანგრძლივი მოგზაურობის დროს;
- ორსულობის დროს;
- ვარიკოზის დროს;
- თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით;
როგორ შევარჩიოთ კომპრესიული წინდები?
კომპრესიულ წინდებს კლასების მიხედვით განასხვავებენ:
- პირველი – გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის, ასევე ვენური დაავდების მსუბუქი ფორმის დროს.
- მეორე და მესამე კლასის – ტარება კი სამკურნალო მიზნით არის შესაძლებელი.
განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი – გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზე. წინდა იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს.
- მუხლამდე წინდა – გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებადმოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
- ანტი-თრომბოემბოლიური წინდა – ანტი-თრომბოემბოლური წინდა ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.
კომპრესიული წინდების გამოყენების წესები
ამ პროდუქციის გამოყენებამდე აუცილებელია კონსულტაცია სპეციალისტთან გაიაროთ და ინდივიდუალურად შეირჩეს მოდელი და მათი ტარების პერიოდი. რეკომენდებულია, რომ წინდები ჩაიცვათ დილით, ისე, რომ ფეხი იყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. უმჯობესია, რომ სამკურნალო გეტრების ჩასაცმელად გამოიყენოთ ხელთათმანი, რათა ფრჩხილით არ მოხდეს წინდის მექანიკური დაზიანება.
