კომპრესიული წინდები ხელს უწყობს ვენებიდან სისხლის უკუდინებას და ცირკულაციის გაუმჯობესებას. ვარიკოზის გეტრი, ასევე ეფექტურია ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიისა და საკეისრო კვეთის დროს. გარდა ამისა, ზოგიერთი მათგანი გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს.
რისთვის არის საჭირო კომპრესიული წინდა?
ვენური დაავადების პირველი ნიშანი ხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომის შემდეგ დღის ბოლოს ფეხების შეშუპებაა. ამ დაავადებას ასევე სიმძიმისა და ქვედა კიდურებში წვის შეგრძნება ახასიათებს. ვარიკოზული დაავადებისათვის დამახასიათებელია ამ სიმპტომების გაქრობა ან შემცირება სიარულის და ძილის შემდეგ. ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის ეს პრობლემა აწუხებთ, ხშირად იყენებენ ვენების გეტრებს, რომლებიც ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას აჩქარებს. სამედიცინო ჩულქები ასევე ფეხებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ხსნის. სამედიცინო გეტრი ხელს უწყობს:
- ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას;
- ფეხებში სიმძიმის შეგრძნების მოხსნას;
- დაავადების შემდგომი პროგრესირების პრევენციას;
- კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
როგორ შევარჩიოთ კომპრესიული გეტრი?
კომპრესიული გეტრი გამოიყენება ოპერაციამდე, ოპერაციის დროსა და ორსულობის პერიოდში. ამიტომ ვარიკოზის გეტრის შერჩევამდე უმჯობესია, რომ, პირველ რიგში, მიაკითხოთ ექიმს და მისი მითითების შესაბამისად შეიძინოთ. განვიხილოთ, ვარიკოზის ჩულქების სახეობები და რა დროს არის მათი გამოყენება რეკომენდირებული:
- ანტი-თრომბოემბოლიური წინდა (მაღალყელიანი) – გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. ასევე, ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიის და საკეისრო კვეთის დროს. ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.
- მუხლამდე წინდა – გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებადმოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
- ვარიკოზის მაღალყელიანი წინდა – COTTON-ის ქვებრენდის ამ პროდუქციის შიდა მხარისთვის გამოყენებულია სპეციალური ბამბის ქსოვილი, რომელიც უშუალოდ ეხება კანს, არ იწვევს ალერგიულ რეაქციას და ინარჩუნებს ტემპერატურულ ბალანსს კლიმატის მკვეთრი ცვალებადობის დროს. წინდები არის შავი და კარამელისფერი.
კომპრესიული წინდების გამოყენების წესები
კომპრესიული წინდების გამოყენებამდე აუცილებელია კონსულტაცია სპეციალისტთან გაიაროთ. რეკომენდებულია, რომ წინდები ჩაიცვათ დილით, ისე, რომ ფეხი იყოს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. უმჯობესია, რომ სამკურნალო გეტრების ჩასაცმელად გამოიყენოთ ხელთათმანი, რათა ფრჩხილით არ მოხდეს წინდის მექანიკური დაზიანება.