შ.შ.მ. პირის ეტლი ავადმყოფის გადასაადგილებელი საშუალებაა, რომელსაც მკურნალობისა და რეაბილიტაციის პერიოდში გამოიყენებენ. ეს პროდუქტი შეირჩევა პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე. ისინი გამოირჩევიან ზომებით, ფუნქციური დატვირთვითა და ხარისხით. ზოგიერთი მათგანი არის კეცვადი, ზოგიერთს კი გვერდითი სახელურები ეხსნება, რაც იძლევა საშუალებას, რომ პაციენტის საწოლში ან მანქანაში მარტივად გადავიყვანოთ. ზოგიერთს გააჩნია ფეხის საყრდენი და ხელის მუხრუჭი. არსებობს ასევე მრავალფუნციური ეტლი, რომელსაც აქვს მოძრავი საზურგე, ფეხის მოსათავსებელი და შესაძლებელია თავის დაფიქსირებაც სასურველ პოზიციაში. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- შ.შ.მ. პირის ეტლი ქოთნით – დამზადებულია ტყავის შემცვლელი მასალისგან. აქვს ქოთანი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა მოიხსნას და დამაგრდეს.
- შ.შ.მ. პირის ეტლი – გათვლილია მაქსიმუმ 100 კგ-ზე და დამზადებულია ბრეზენტისგან. ეტლი არის კეცვადი, გააჩნია მოძრავი ფეხის საყრდენი და ხელის მუხრუჭი.
- შ.შ.მ. პირთა მრავალფუნქციური ეტლი – ქმნის მაქსიმალურ კომფორტს პაციენტის მოვლის პროცესში. საზურგე მოძრავი და რეგულირებადი, გადახრა შესაძლებელია 160 გრადუსით. ასევე, გულ-მკერდის დამჭერის საშუალებით შესაძლებელია ტორსის დაფიქსირება ვერტიკალურ პოზიციაში. ეტლის ზედაპირი არის ანტიბაქტერიული.
- შ.შ.მ. პირის ელექტრო ეტლი შავი – არის სრულიად უსაფრთხო, მძლავრი ძრავითა და გამძლე ელემენტით. ეს პროდუქტი ადვილად იკეცება, რაც კიდევ უფრო აადვილებს მის გამოყენებას. ეტლი არის გამძლე და კომფორტული. ეხმარება პაციენტს დამოუკიდებლად და მარტივად გადაადგილებაში. აღჭურვილია ელექტრო სამუხრუჭე სისტემით.
- ელექტრო ეტლი წითელი – ინოვაციური გადასაადგილებელი საშუალებაა შ.შ.მ. პირთათვის. მისი მაქსიმალური დატვირთვაა 130კგ, მაქსიმალური სიჩქარე, კი 6კმ/სთ. აღჭურვილია ელექტრო სამუხრუჭე სისტემით.
ელექტრო ეტლი შშმ პირთათვის ინოვაციური გადასაადგილებელი საშუალებაა. ეს პროდუქტი არის სრულიად უსაფრთხო, მძლავრი ძრავითა და გამძლე ელემენტით, რომელიც მომხმარებლებს გადაადგილებასა და მოძრაობას კიდევ უფრო კომფორტულსა და მარტივს ხდის. ელექტრო ეტლები შშმ პირებს საჭიროებების უზრუნველყოფაში ეხმარება. ამ პროდუქციას გააჩნია ელექტრო სამუხრუჭე სისტემა, რაც უფრო დაცულს და უსაფრთხოს ხდის პაციენტის გადაადგილებას.