მხრებში გასაშლელი ქამრები

მხრებში გასაშლელი ქამრები ადამიანებს ზურგის არეში არსებულ ტკივილს უმსუბუქებს და ხერხემალს სწორი პოზიციის შენარჩუნებაში ეხმარება. ამ პროდუქტს იყენებენ მკურნალობის, რეაბილიტაციისა და დაავადებების პრევენციის მიზნით. მათი ტარების კონკრეტული დრო არ არის დადგენილი, რადგან ეს პერიოდი ინდივიდუალურ პრობლემაზეა დამოკიდებული და მათი ტარების ხანგრძლივობაც განსხვავებულია. მხრებში გასაშლელი ქამრების გამოყენება საშუალოდ რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში შეიძლება დაგჭირდეთ. თუმცა გირჩევთ, რომ ამ საკითხზე კონსულტაცია პირად ექიმთან გაიაროთ.

მხრების ფართოდ გავრცელებული ტრავმები

მჯდომარე ცხოვრების წესის გამო, მოხრილობა არა მარტო მოზარდებს, არამედ ზრდასრულებსაც აწუხებთ. რა თქმა უნდა, ეს  ხშირად  ყოველდღიურ  ცხოვრების წესს, საოფისე სამუშაოს და კომპიუტერთან საათობით ჯდომას უკავშირდება. ეს პრობლემა, სამწუხაროდ, ძალიან გავრცელებულია და  ადამიანების დიდ ნაწილს აწუხებს. ამ დროს მხრებში გასაშლელი ქამრების ტარება ეფექტურია, რადგან მხრების ტკივილს ამცირებს და  ხერხემალს სწორი მდგომარეობის შენარჩუნებაში ეხმარება. გარდა ამისა, ამ პროდუქტს იყენებენ ის მომხმარებლებიც, რომლებსაც ართრიტი ან  ართროზი აწუხებთ. ეს პროდუქტი ახდენს სახსრის სტაბილიზაციას, ინარჩუნებს  ტემპერატურას და ხელს უწყობს რეაბილიტაციის პერიოდს. მხრებში გასაშლელ ქამრებს ასევე, იყენებენ:

  • ხელის მოტეხილობის;
  • ამოვარდნილობის;
  • ფიზიკური დატვირთვის დროს;
  • კუნთებისა და მყესების დაზიანების შემთხვევაში.

მხრებში გასაშლელი ქამრების ტიპები

მხრებში გასაშლელი ქამრები სხვადასხვა სიგრძის არსებობს და მათ სპეციალური დამატებითი მეტალისა და პლასტმასის ჩანართები აქვს. ისინი დამზადებულია როგორც ჰაერგამტარი ნეოპრინის, ასევე ელასტიური ბამბის მასალისგან. ეს სამედიცინო საშუალება ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან ეხმარება, რადგან სხეულის ამ ნაწილში ტკივილს ამცირებს და  ხერხემალს ნორმალური მდგომარეობის აღდგენაში ეხმარება. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

  • ზურგდამჭერი – ელასტიური ბამბის მასალისგან დამზადებული კორსეტია, რომელიც ეხმარება პაციენტს მხრების განზიდვაში და აფიქსირებს ხერხემალს ანატომიურ მდგომარეობაში. მას აქვს პლასტმასის ჩანართები და ასევე სპეციალური ბალიშები იღლიის მიდამოში, რათა ავიცილოთ კანის გაღიზიანება და მექანიკური დაზიანება. ის გამოიყენება სქოლიოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
  • მხრების ქამარი – არის მარტივი კორსეტი, რომელიც დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის მასალისგან. მისი დანიშნულება არის მხრების განზიდვა და გამოიყენება შედარებით მსუბუქი პრობლემის დროს. მას ხშირად გამოიყენებენ ქალბატონები ყოველდღიური საქმიანობისას ზურგის კუნთების მოდუნებისა და განტვირთვისთვის. ეს კორსეტი ასევე გამოიყენება ლავიწის ძვლის მოტეხილობისას, თაბაშირის შემცლელად.
  • მხრის სამაგრი – გამოიყენება მხრის ქრონიკული დაავადების, ბურსიტისა და ფიზიკური აქტივობის დროს. ის იცავს მხრის სახსარს დაზიანებისგან და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას.
  • მხრის ბანდაჟი – ინიშნება მხრისა და ბეჭის ძვლის მოტეხილობის, მხრის ამოვარდნილობის, დისლოკაციისა და რბილი ქსოვილების დაზიანების დროს. ის უზრუნველყოფს მხრის ზედა ნაწილისა და მკლავის საიმედო ფიქსაციას, რაც რეაბილიტაციის პროცესისთვის აუცილებელია.

გაითვალისწინეთ, რომ მხრების გასაშლელი ქამრების ტარება სქოლიოზის მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით დღეში მხოლოდ 3-4 სთ არის შესაძლებელია. არ დაგავიწყდეთ სამკურნალო ვარჯიშების შემოტანა დღის რაციონში, რათა გააძლიეროთ ზურგის კუნთები და პრობლემა უფრო მარტივად აღმოფხვრათ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *