სხვადასხვა ტიპის სამედიცინო ხელჯოხები

სამედიცინო ხელჯოხის გამოყენება საჭირო ხდება მაშინ, როდესაც ტრავმის შედეგად ფეხს ძალა არ უნდა დააწვეს. მისი ტარებით ადამიანები წონასწორობის შენარჩუნებასა და დაზიანებულ კიდურებზე დატვირთვის შემცირებას ახერხებენ. ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის სამედიცინო ხელჯოხები. ისინი ერთმანეთისგან ზომით, ფერითა და საყრდენი ფეხების რაოდენობით განსხვავდება. ყავარჯნები  არსებობს ერთ, სამ და ოთხფეხიანი, სიმაღლეში რეგულირებადი და არარეგულირებადიც.  განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

  • დასაკეცი ხელჯოხი – სიმაღლეში რეგულირდება და მისი მინიმალური სიმაღლე 82, მაქსიმალური კი 92 სანტიმეტრია. ხელჯოხის მრავალგვარი მოდელი არსებობს თუმცა, დასაკეცი მათგან ყველაზე პრაქტიკულია. კონკრეტულად ეს მოდელი მარტივად შეიძლება დაიკეცოს, შესაბამისად მისი შენახვაც იოლია. გარდა ამისა, კომფორტულია მისი გამოყენება მგზავრობის დროს. მომხმარებელს მატარებელში, მანქანაში და ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალებაში დაჯდომის შემდეგ მისი ჩანთაში ჩადების შესაძლებლობა აქვთ.
  • ორთოპედიული სამარჯვი (სამი ფეხით) – არის კეცვადი და სიმაღლეში რეგულირებადი. მისი მინიმალური სიმაღლეა 72 სმ, მაქსიმალური კი 96 სმ.
  •  ორთოპედიული სამარჯვი (ოთხი ფეხით) – არის კეცვადი და სიმაღლეში რეგულირებადი. მისი მინიმალური სიმაღლეა 72 სმ, მაქსიმალური კი 96 სმ.
  • იღლიის ყავარჯენი – აქვთ რეზინის ან სილიკონის საყრდენები. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მათი სიმაღლეში რეგულირება შეგიძლიათ. იდაყვის ყავარჯნის გამოყენება მეტ ძალას მოითხოვს და გამოცდილი პაციენტებისთვის ის უფრო რეკომენდებულია. ეს პროდუქტი უხეშ ან უსწორმასწორო რელიეფზე სტაბილური და ბევრად უფრო მოქნილია. იმ შემთხვევაში, თუ ახალი დაწყებული გაქვთ ორთოპედიული ყავრჯნის ტარება და წონასწორობის შენარჩუნება გიჭირთ, მაშინ თქვენთვის იღლიის ყავარჯენი უფრო მოსახერხებელი იქნება.

რა დროს არის საჭირო სამედიცინო ხელჯოხის გამოყენება?

სამედიცინო ხელჯოხი მნიშვნელოვანი სამედიცინო საშუალებაა იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც სიარული სხვადასხვა მიზეზის გამო უჭირთ. ამის მიზეზი შეიძლება ფეხზე ან ტერფზე ქირურგიული ჩარევა, სპორტული დაზიანება, ავარია, მოტეხილობა და სულაც მყესების დაჭიმულობა გახდეს. ეს პროდუქტი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს წონასწორობა დაიცვან და მოძრაობა გაიმარტივონ. ამიტომ ის ადამიანებისთვის ყოველდღიურ  მოძრაობასა და გადაადგილებაში დიდ როლს ასრულებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *