ხერხემლის ტკივილი

გადაღლილობის, დაჭიმულობისა და  სიმძიმეების აწევის გამო ხერხემლის ტკივილი ადამიანს ერთხელ მაინც განუცდია. ეს არის პრობლემა, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. გარდა ამისა, ხერხემლის ტკივილი მოულოდნელი ტრავმის ან რომელიმე დაავადების შემთხვევაშიც ჩნდება. ზოგადად,  ხერხემლის ტკივილის ბევრი მიზეზი არსებობს, იქნება ეს უბრალოდ მოუხერხებელი მოძრაობა, თუ  რომელიმე პათოლოგია. ხერხემლის ტკივილის სხვა გამომწვევი მიზეზებია:

  • ხერხემლის გამრუდება
  • საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ქრონიკულ დაავადებები;
  • ზურგის ტვინის ნერვებზე ზეწოლა;
  • რადიკულიტი ;
  • კუნთების დაჭიმვა ან დაზიანება.

იმისთვის, რომ ხერხემალი ნორმალურად  განვითარდეს  და ტკივილები შეგვიმცირეს, აუცილებელია ფიზიკური აქტივობით, მაგალითად,  ვარჯიშითა და ცურვით დავკავდეთ.

ზურგის ტკივილი წოლის დროს

ხერხემლის პათოლოგიების დროს ადამიანებს ზურგი  ხშირად წოლის დროსაც აწუხებთ, რაც ადამიანებისთვის ძალიან შემაწუხებელია – ამ დროს რთულია დაძინება და მოსვენება. ამ მდგომარეობის უკან შეიძლება იდგეს უბრალოდ დაჭიმულობა ან ისეთი დაავადებები, როგორიცაა მაანკილოზებელი სპონდილიტი, იშიაზი ან ხერხემლის ოსტეოართრიტი.

ხერხემლის ტკივილი და ორთოპედიული პროდუქტები

ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია თანდაყოლილი პათოლოგიების, ზურგის სვეტის დაზიანებების, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და კიფოზისთვის განკუთვნილი ზურგის ქამრები. მათ ადამიანები პროფილაქტიკის, მკურნალობისა და რეაბილიტაციის პროცესში გამოიყენებენ. ისინის ზურგთან დაკავშირებული პრობლემების დროს ადამიანებს მდგომარეობას საგრძნობლად ამსუბუქებს – ამცირებს ტკივილს და მოხრილობის შემთხვევაში ხერხემლის ანატომიურ მდგომარეობაში დაფიქსირებაში ეხმარება. ხერხემლის ტკივილისთვის კომპანია “ახალი ხედვა” პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს. სამედიცინო ჯგუფის მაღაზიათა ქსელში ხელმისაწვდომია სხვადასხვა სიგრძის, სტრუქტურის , ქსოვილისა და სამედიცინო დანიშნულების ზურგის ქამრები. ისინი ხერხემლის სრულფასოვან სტაბილიზაციასა და ფიქსაციას უზრუნველყოფს. ასევე,  მათ აქვთ სპეციალური დამატებითი ჩანართები და ღვედები. ეს პროდუქცია ძირითადად ჰაერგამტარი ნეოპრინის ან ელასტიური ბამბის ქსოვილისგან არის დამზადებული . ამიტომ მათი ტარება ყოველდღიურ ცხოვრებაში დისკომფორტის გამომწვევი არ არის. გვხდება აკრილის კორსეტებიც, რომლებიც სითბოს შენარჩუნებას უზრუნველყოფს, შესაბამისად მათ ძირითადად რადიკულიტისა და რევმატული ტკივილის დროს იყენებენ. მათი ხელმისაწვდომ ფასად შეძენა კომპანია “ახალი ხედვის” 13 მაღაზიაში – თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისში არის შესაძლებელი. პროდუქტის შეკვეთა ასევე ხელმისაწვდომია ონლაინ,  კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ხერხემლის კორსეტების მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდები – მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. MORSA CYBERG თურქული ორთოპედიული პროდუქციის მწარმოებელი ლიდერი კომპანიაა, რომელიც თავის ნაწარმს აწვდის მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, სადაც კომპანია „ახალი ხედვის“ ექსკლუზიური პარტნიორია. 

2 thoughts on “ხერხემლის ტკივილი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *