ხელის ამოვარდნის დროს სახსრის შემადგენელი ძვლების სასახსრე ზედაპირები ერთმანეთს სრულად ან ნაწილობრივ სცილდება. ეს პრობლემა ხშირია ბავშვებში და სპორტსმენებში, რაც ხშირ შემთხვევაში უხეში მოძრაობით არის გამოწვეული. ავტოსაგზაო შემთხვევა ან გაშლილ ხელზე დაცემა ასევე შეიძლება გახდეს ამ პრობლემის მიზეზი. ხელის არეში ამოვარდნილობა ყველაზე გავრცელებულია მხრის, იდაყვისა და მაჯის სახსარში. ამ დროს , ძირითადად, საფიქსაციო აპარატი, მყესები და სახსარი ზიანდება, მის ირგვლივ მდებარე ქსოვილებში კი ვითარდება სისხლჩაქცევა.
რა სიმპტომები ახასიათებს ხელის ამოვარდნას?
ხელის ამოვარდნას თან მწვავე ტკივილი ახლავს. არასასიამოვნო შეგრძნებასთან ერთად ამოვარდნილი კიდური გვიზღუდავს შრომის უნარს და ყოველდღიურ საქმიანობაში დისკომფორტს გვიქმნის. ამ დროს შეუძლებელი ხდება ხელის ნორმალურად მოძრაობა და ვითარდება შეშუპება. ხელის ამოვარდნისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
● მწვავე ტკივილი;
● მოძრაობის შეზღუდვა;
● ჩალურჯება სახსრის გარშემო;
● შეშუპება.
ხელის ამოვარდნის მკურნალობა
ამოვარდნილობის დროს მნიშვნელოვანია ძვლის პირვანდელ, ანატომიურ მდგომარეობაში დაბრუნება, რაც ექიმის მიერ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა განხორციელდეს. სახსრის ფიქსაციისა და რეაბილიტაციისთვის ხშირად ორთოპედიულ ფიქსატორებსაც იყენებენ. მკურნალობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია ხარისხიანი სამედიცინო საშუალებების გამოყენება. ამ მიმართულებით ქართულ ბაზარზე უკვე 10 წელია მაღალი ნდობით სარგებლობს კომპანია “ახალი ხედვა”. სამედიცინო ჯგუფის ხელის ფიქსატორები უმაღლესი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. მათი მწარმოებელია საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ბრენდები – მორსა/MorsaCyberg და ბერგერი/Berger. ეს პროდუქცია დაზიანებული ადგილის ეფექტურ აღდგენასა და რეაბილიტაციას უზრუნველყოფს. მათი ტარება საშუალოდ რამდენიმე კვირის განმავლობაში შეიძლება დაგჭირდეთ. თუმცა, მისი გამოყენების ხანგრძლივობა პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა დამოკიდებული და ამიტომ უმჯობესია, რომ ეს საკითხი პირად ექიმთან გაიაროთ. კომპანია “ახალ ხედვაში” მკლავის ფიქსატორების მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი. ეს პროდუქტები ხელს უწყობს ზედა კიდურის მოძრაობის შეზღუდვას და მსუბუქი დაზიანებებისა და ამოვარდნილობის დროს მკლავის წონას ამცირებს. გარდა ამისა, ხშირია მათი გამოყენება ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა: ართრიტი და ართროზი. მათი შეძენა შეგიძლიათ კომპანია “ახალი ხედვის” ორთოპედიულ მაღაზიებში, რომლებიც თბილისის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში – გორში, ბათუმსა და ქუთაისში მდებარეობს. თუ ხელის ფიქსატორების შეძენა გინდათ და მაღაზიაში მისვლას ვერ ახერხებთ, მაშინ კომპანია “ახალი ხედვის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე დარეგისტრირდით და ონლაინ რეჟიმში შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი. შეკვეთილ ნივთს კი კურიერი ადგილზე უმოკლეს დროში მოგაწვდით.