ტერფის ტკივილი – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

ტერფის ტკივილის გამომწვევი უამრავი მიზეზი არსებობს. ეს პრობლემა ხშირად აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდხანს ფეხზე დგომა უწევთ ან ისეთი ფიზიკური აქტივობებით არიან დაკავებული, რომლის დროსაც დაზიანების   რისკი მაღალია. ტერფის ტკივილის მკურნალობა მიმდინარეობს კომპლექსურად, თუ მისი გამომწვევი მიზეზი ღრძობა ან დაჭიმულობაა, აუცილებელია მისი ფიქსაცია, ასევე რეკომენდებულია მედიკამენტოზური მკურნალობის დამატებაც. როგორც წესი, ეს კეთდება ექიმთან კონსულტაციის შედეგად და მისი სრული კონტროლის ქვეშ.

რა იწვევს ტერფის ტკივილს?

ტერფი  არის ძვლების, იოგების, მყესებისა და კუნთების ძლიერი კომპლექსური ერთიანობა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში სხეულის მთელ წონას უძლებს.  მიუხედავად ამისა, სხეულის ეს ნაწილი ხშირად ზიანდება, სხვადასხვა  ტრავმა კი  დიდ ტკივილს იწვევს. მისი ტკივილი  შეიძლება  ფეხის თითებიდან აქილევსის მყესამდე გავრცელდეს. ტერფის ტკივილის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მიზეზია  ბრტყელტერფიანობა. გარდა ამისა, არსებობს სხვა ფაქტორებიც:

  •  ქუსლის დეზი;
  • პროფესიული და სპორტული ტერფი;
  •  ტერფის ვალგუსური დეფორმაცია;
  •  აქილევსის მყესის ანთება.

ტერფის ტკივილის სიმპტომები

ტერფის ტკივილი ძლიერდება მოძრაობისას, რადგან ამ დროს მასზე დატვირთვა იზრდება. თუმცა, მისი სიმპტომები სრულად არის დამოკიდებული გამომწვევ მიზეზებზე, დაავადებაზე და მის მიმდინარეობაზე. ტერფის სხვადასხვა პათოლოგიას განსხვავებული სიმპტომები ახასიათებს. ტკივილი შესაძლოა დღის განმავლობაში რამდენჯერმე განმეორდეს ან მუდმივად გვაწუხებდეს. ძირითადად, დისკომფორტთან ერთად ასევე  ვითარდება:

  • შეშუპება;
  • სისხლჩაქცევა;
  • აქილევსის მყესის ძლიერი დაჭიმულობა;
  • კოჭ-წვივის სახსარში მოძრაობის შეზღუდვა;

ტერფის ტკივილის მკურნალობა

როგორც ვთქვით, ტერფის მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დაავადებას აქვს ადგილი და როგორ მიმდინარეობს ის. ღრძობისა და მოტეხილობის დროს მნიშვნელოვანია მისი იმობილიზაცია და სწორ პოზიციაში დაფიქსირება, რისთვისაც ექიმები ორთოპედიულ ფიქსატორებს ნიშნავენ. ამ პროდუქციის ფართო არჩევანია კომპანია “ახალ ხედვაში”. სამედიცინო ჯგუფის 13 საფირმო მაღაზიაში უმაღლესი ხარისხის ტერფისა და კოჭ-წვივის ფიქსატორები ხელმისაწვდომ ფასად არის წარმოდგენილი. ხშირად ტერფის ტკივილი და დისკომფორტი ქუსლის არეში წონითი დისბალანსით ან ბრტყელტერფიანობით არის გამოწვეული.ასეთი შემთხვევაში ტერფის მდგომარეობის შეფასებისთვის კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს ტერფის კვლევას სთავაზობს. ტერფის დიაგნოსტიკა ტარდება იტალიური ფირმის, Diasus-ს უახლესი აპარატურით, რომელიც ბილიკზე სიარულის დროს მონაცემებს ინახავს. ბაროპომეტრული დიაგნოსტიკა და სკანირება  ტერფის ფორმის, ყრდნობის ფართის, სიმძიმის ღერძისა და სხვა მნიშვნელოვან დეტალების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იძლევა.  სწორი დიაგნოზის დასმის შემდეგ კი კლინიკაში ინდივიდუალური ღაბაშის (სუპინატორის) დამზადებაც არის შესაძლებელი.კვლევა ძირითადად ტარდება 3-4 წლიდან.დიაგნოსტიკის ჩასატარებლად აუცილებელია,რომ ბავშვი მინიმუმ 20-21 კგ-ს იწონიდეს. გარდა ინდივიდუალური ღაბაშებისა, კომპანია “ახალ ხედვის” მაღაზიებში შეხვდებით მზა, სტანდარტულ სუპინატორებსაც.

 

2 thoughts on “ტერფის ტკივილი – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *