5 რჩევა წელის ტკივილის დროს 

ცხოვრების გარკვეული წესი წელის ტკივილის ერთ–ერთი ხშირი განმაპირობებელი ფაქტორია. უძრაობამ, არასპორტულმა რეჟიმმა, დღის ხანგრძლივად დგომამ ან ჯდომამ, ჭარბმა წონამ შესაძლებელია ნაადრევად განაპირობოს დისკების და სახსრების ართროზი, რაც საბოლოოდ ქრონიკული წელის ტკივილის მიზეზი ხდება. ასევე, უეცარმა ძლიერმა დატვირთვამ სიმძიმის აწევამ ან  უხერხულმა მოძრაობამ შესაძლებელია თიაქრის მწვავედ განვითარება გამოიწვიოს. იმისთვის, რომ ადამიანებმა წელის ტკივილი თავიდან აირიდონ აუცილებელია სპეციალისტების რეკომენდაციები გაითვალისწინონ. წარმოგიდგენთ 5 რჩევას, რომელიც წელის ტკივილის პრევენციაში დაგეხმარებათ:

  • ფიზიკური აქტივობა

საუკეთესო პროფილაქტიკურ საშუალებებს შორის ექიმები ზურგის კუნთების სისტემატური ვარჯიშით გამაგრებას ასახელებენ. ამ დროს რეკომენდირებულია იოგა ან სხვა მსგავსი ტიპის ვარჯიშები, ფიზიკური და ფსიქოლოგიური მოდუნება. 

  • უარი სიმძიმეების ტარებას

მძიმე საგნების მარტო აწევას უნდა მოერიდოთ ან  სხვები დაიხმაროთ. თუ მარტო ხართ, სჯობს სწორად აიღოთ ისინი. ამ დროს მუხლები უნდა მოკეცოთ, ჩაჯდეთ და ქვემოთ არ დაიხაროთ. და­უშ­ვე­ბე­ლია ტვირ­თის აწე­ვა მოხ­რი­ლი ზურ­გით და სწო­რი ფე­ხე­ბით. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში წონა მთელ ხერ­ხე­მალ­ზე აღარ ნა­წილ­დე­ბა და ხერ­ხემ­ლის სვე­ტი ძალ­ზე იტ­ვირ­თე­ბა.

  • ჯანსაღი ცხოვრების წესი

თამბაქოს მოწევა, სტრესი და ჭარბი წონა ხერხემლისთვის არის კარგი. წელზე პრობლემების ასა­რი­დებ­ლად ხერ­ხემ­ლის სი­ჯან­სა­ღე­ზე დრო­უ­ლად ზრუნ­ვაა სა­ჭი­რო. კვე­ბა, ჭარ­ბი წონა ტვირ­თავს ხერ­ხე­მალს და მა­ლა­თა­შუა დის­კებს, რა­საც ოს­ტე­ო­ქონ­დრო­ზი და მა­ლა­თა­შო­რი­სი თი­აქ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა მოჰ­ყვე­ბა.

 

  • ძილი

სა­წო­ლი უნდა იყოს კომ­ფორ­ტუ­ლი, ხერ­ხემ­ლის ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მოხ­რი­ლო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სი კონ­სტრუქ­ცი­ით. ჭარბწონიანი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­ჭი­როა უფრო მა­გა­რი მატ­რა­სი. გამ­ხდრე­ბის­თვის კი, პი­რი­ქით, რბი­ლი. ბა­ლი­ში არ უნდა იყოს ძა­ლი­ან დიდი ან პა­ტა­რა და უნდა ავ­სებ­დეს კე­ფი­დან ბე­ჭამ­დე ჩაღ­რმა­ვე­ბას. მისი სის­ქე არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს მხრის სიგ­რძეს (14-15სმ)

 

  • სწორი მკურნალობის პროცესი

მკურნალობის პროცესის სამართავად რეკომენდირებულია წელის კორსეტებისა და ქამრების გამოყენება. ეს პროდუქტი ხერხემალს  სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს და ამცირებს წელის ტკივილს. ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა  და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს რეკომენდებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან დამზადებული ზურგის კორსეტი, ხოლო რევმატული დაავადებების, წელისა და ზურგის არეში დისკომფორტისა და ტკივილის შესამცირებლად ანტიალერგიული ქსოვილისაგან დამზადებული წელის სტანდარტული კორსეტი გამოგადგებათ.  

 

ამ რჩევების მიუხედავად, თუ წელის ტკივილი დიდხანს გაგრძელდა უმჯობესია, რომ ექიმთან ვიზიტი დაიგეგმოს და ინდივიდუალური მკურნალობა დაინიშნოს. რა თქმა უნდა ზუსტი დიაგნოზი და თქვენზე მორგებული მკურნალობის კურსი თქვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ეფექტური იქნება. 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *