რამდენად საშიშია ვარიკოზული ვენები?

ვარიკოზი ვენები უბრალო კოსმეტიკური დეფექტი არ გეგონოთ – ეს არის დაავადება, რომელიც აზიანებს ყველა ორგანოსა და სისტემას. ამ პრობლემის რისკის ქვეშ ერთნაირად არიან მამაკაცებიც და ქალებიც. თუმცა, ვინაიდან ქალის სისხლძარღვებს უფრო სუსტი შემაერთებელქსოვილოვანი კარკასი აქვთ, ეს დაავადება მათ უფრო ხშირად უვითარდებათ. ქვედა კიდურებში განსაკუთრებით  ხშირად ირღვევა სისხლს მიმოქცევა და ფერხდება სისხლის გადინების პროცესი, მაგრამ ამის თავიდან აცილება შესაძლებელია. ვენების გაფართოების შემთხვევაში სარქვლები არც ისე საიმედოდ უღობავენ გზას საწინააღმდეგო ნაკადს. შესუსტებულ უბნებში სისხლი გუბდება და წარმოქმნის კვანძებს. ყველაზე საშიში კი ამ დაავადებაში ის არის, რომ საკმაოდ დიდხანს თავს გრძნობთ ჯანმრთელად, ვარიკოზი შეუმჩნევლად მიმდინარეობს, თრომბი კი შესაძლოა ნებისმიერი ანთების დროს მოწყდეს და საფრთხე შეუქმნას თქვენს ჯანმრთელობას.

ვარიკოზული ვენების მოვლის საშუალებები

ვენები განსაკუთრებით იჭიმება მაშინ, როცა ფეხიფეხგადადებული ზიხართ. ასე რომ, დიდხანს ასეთ პოზაში ყოფნას მოერიდეთ. ასევე,  ხანგრძლივი ფრენისას ან მატარებლით მგზავრობისას ხშირად წამოდექით,ხოლო თუ დიდხანს დგომა გიწევთ, აიწიეთ ფეხის წვერებზე. ყურადღება მიაქციეთ, რომ ზედმეტი წონა ფეხებისთვის ტვირთად არ იქცეს. მოერიდეთ ცხელ აბაზანას, გარუჯვას და საუნას – ისინი მავნებელია თქვენი ვენებისთვის. იარეთ ცურვაზე, სასარგებლოა სპორტი და ველოსიპედით სიარული სისხლძარღვების მეშვეობით სისხლი სხეულის ყველა უბანს მიეწოდება. გარდა ამ რეკომენდაციებისა შეგიძლიათ ვარიკოზის დროს გამოიყენოთ ვენების მოვლის საშუალებები. ეს პროდუქტები აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. ამ პროდუქტების  ფართო ასორტიმენტი წარმოდგენილია კომპანია “ახალ ხედვაში”. თითოეული მათგანი უმაღლესი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასით გამოირჩევა. აღნიშნული პროდუქციის შეძენა შესაძლებელელია კომპანიის მაღაზიათა ქსელში, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი: 

  • ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი – გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზე.  წინდა იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს.
  • მუხლამდე წინდა – გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებადმოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
  • ანტი-თრომბოემბოლიური წინდა (მაღალყელიანი) – გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. ასევე, ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიის და საკეისრო კვეთის დროს. ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.

ვარიკოზული ვენების მოვლის საშუალებებში განარჩევენ რამდენიმე კლასს. პირველი კლასის გამოყენება შეიძლება როგორც პროფილაქტიკის, ასევე ვენური დაავდების მსუბუქი ფორმის დროს. რაც შეეხება დანარჩენ კლასებს, მათ აქვთ სამკურნალო დანიშნულება და ინიშნება ჯანმრთელობის სხვა პრობლემების შესაბამისად. მკურნალობის შედეგი, კი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რომელ სტადიაში იწყება მისი გამოვლენა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *