კისრის არეში მალები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს და მცირე პათოლოგიური ცვლილება ან ზედმეტი დატვირთვა მთელი ნაწილის ფუნქციის მოშლას იწვევს. ასე რომ, კისერი ჩვენი სხეულის აგებულებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და მისი ტკივილი ადამიანებში დიდ დისკომფორტს იწვევს. კისრის ნერვის ანთებას, კი მწვავე ტკივილი ახასიათებს, რომელიც ადამიანებს ქმედითუნარიანობას აკარგვინებს. კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი,რომელიც კისრის,თავის ქალას და სახის მიდამოს კვებასა და ნერვული იმპულსების გადაცემაში მონაწილეობს.
რა იწვევს კისრის ნერვის ანთებას?
კისრის ნერვის ანთება არის ზურგის ტვინის კისრის ნაწილის ნერვული ღერების დაზიანება. ნერვული ღერები შეიძლება მოიჭყლიტოს, როცა ზურგის ტვინში ქვევით მიერთებიან ან მისგან გარეთ გამოდიან. ეს შეიძლება გამოიხატოს ელვისებური ტკივილით, ხელების დაბუჟების ან სისუსტის თანხლებით. ამ დაბუჟების მდებარეობა ხელში ეხმარება ექიმს დაადგინოს, რომელი ნერვია დაზიანებული. კისრის ნერვის ანთების დროს ხელხემლის ზედა ნაწილის მალთაშუა დისკი განიცდის დეგენერაციას და ნერვს აწვება. დეფორმირებული დისკი ეხება და აღიზიანებს ზურგის ტვინიდან გამომავალ ნერვულ ფესვებს,რასაც შესაბამისი ადგილის ფუნქციის მოშლამდე მივყავართ. ნერვის ანთებას , როგორც აღვნიშნეთ, მწვავე კისრის ტკივლი ახასიათებს. მისი გაგმოწვევი მიზეზებია:
- არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა/ ხერხემლის ზედმეტი დატვირთვა;
- შაქრიანი დიაბეტი;
- სისტემური აუტოიმუნური დაავადებები;
- სიმსუქნე;
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევა.
როგორ ვუმკურნალოთ კისრის ნერვის ანთებას?
კისრის ნერვის ანთების დროს აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია პირად ექიმთან. თუ საქმე ნევრიტთან გაქვთ, უნდა დადგინდეს ნერვის დაზიანების ჭეშმარიტი მიზეზი და დაინიშნოს ამ მიზეზის წინააღმდეგ მიმართული მკურნალობა. ამ დაავადების პრევენციისთვის რეკომენდებულია ვარჯიში, მცირე ფიზიკური დატვირთვა და კისრის ფიქსატორების გამოყენება. ეს პროდუქტი ხელს უწყობს კისრის მალების დეფორმაციის პრევენციას, ამცირებს დატვირთვას კისრის მალებზე და კისრის კუნთების ტონუსის ნორმალიზებას უზრუნველყოფს. გარდა ამისა, მკურნალობის პროცესში ეცადეთ, არ გაცივდეთ, არ ინერვიულოთ, თავი აარიდეთ სტრესებს, მოერიდეთ თამბაქოს, უარი თქვით სპირტიან სასმელებზე და ხშირად ისეირნეთ ფეხით.