რისთვის არის საჭირო ქუსლის ასამაღლებელი?

ქუსლის ასამაღლებელი სამედიცინო დანიშნულების ნივთია, რომელიც ტერფზე არსებული პრობლემების დროს გამოიყენება. ამ პროდუქტს იყენებენ როგორც დაავადებების ისე, სიარულისა და სპორტული აქტივობის დროს. გარდა ამისა, ქუსლის ასამაღლებელი გამოიყენება:

  • აქილევსის მყესის დაზიანების;
  • მენჯ-ბარძაყის სახსრის დეფორმაციის;
  • ტრავმის შემდგომ, რეაბილიტაციის პერიოდში;
  • ქვემო კიდურების სიგრძის გასათანაბრებლად.

ქუსლის ასამაღლებლის ტარება საკმაოდ მარტივი და კომფორტულია. ეს პროდუქტი  ქვედა კიდურს საშუალოდ 0,8 სმ-ით ამაღლებს, დამზადებულია 100% სილიკონის მასალისგან და დაფარულია რბილი ქსოვილით, რომელიც შთანთქავს ტენს და არ აოფლიანებს ფეხს.

როდის უნდა გამოვიყენოთ ქუსლის ასამაღლებელი?

ქუსლის ძვალი ტერფის ყველაზე მსხვილი ძვალია და ქვემოდან მასზე მიმაგრებულია ტერფის შემაერთებელი ქსოვილის ზოლი, რომელსაც ძირითადად ტერფის თაღები უჭირავს. ამიტომ ქუსლის ტკივილი ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანებს დისკომფორტს უქმნის და ეს არასასიამოვნო შეგრძნება მათ შრომისუნარიანობაზეც აისახება. ქუსლის ტკივილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს ქუსლის ძვლის დეზი, ფასციის დაზიანება და ანთების შედეგად გაძვალებული ქსოვილი. შესაძლებელია, მიზეზი ასევე იყოს კოჭ-წვივის ართრიტი, კოჭ-წვივის სახსრის ანთება, რაც შესაძლოა, გამოიწვიოს ტრავმამ, ქრონიკულმა არასტაბილურობამ, სისტემურმა ანთებითმა დაავადებამ. ასევე ქუსლის ტკივილის გამომწვევი ფაქტორებია:

  • ქუსლის დაჭიმულობა
  • რეაქტიული და რევმატოიდული ართრიტი;
  • პოდაგრა
  • ოსტეოპოროზი
  • აქილევსის ტენდინიტი;
  • აქილევსის მყესის გაწყვეტა;
  • ბურსიტი;

ამ დროს ქუსლის ასამაღლებლის ტარება საკმაოდ ეფექტურია, რადგან ის ამცირებს დისკომფორს ამ არეში. ამ პროდუქციის  მრავალფეროვანი არჩევანია წარმოდგენილი კომპანია “ახალ ხედვაში”.  უმაღლესი ხარისხის ქუსლის ასამაღლებლები სამედიცინო ჯგუფის 13 ფილიალში: თბილისში, გორში, ბათუმსა და ქუთაისშია წარმოდგენილი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *