მხრების ასიმეტრია – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

მხრების ასიმეტრია ანუ როდესაც ერთი მხარი მეორეზე მაღლაა აწეული, საკმაოდ გავრცელებული ანატომიური დარღვევაა, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ვიზუალურ მხარეზე, ისე მთლიანად საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე. როდესაც კუნთების გარკვეული ჯგუფი მუდმივად დაჭიმულია, ხოლო საპირისპირო მხარე მოდუნებული – ეს დისბალანსი ხდება მიზეზი იმისა, რომ კონკრეტულ ზონაში სისხლის მიმოქცევა ფერხდება, რასაც საბოლოოდ მივყავართ იქამდე, რომ მწვავე ან ყრუ მხრის ტკივილი დილით, გაღვიძების პირველივე წუთებიდან, თქვენი მუდმივი თანამგზავრი ხდება.

რამ შეიძლება გამოიწვიოს მხრების ასიმეტრია?

მხრების ასიმეტრია ძირითადად ცხოვრების წესის, ტრავმების ან ხერხემლის სტრუქტურული ცვლილებების შედეგია. ყოველდღიურობაში ცალ მხარზე მძიმე ჩანთის ტარება, კომპიუტერთან ხანგრძლივად არასწორ პოზაში ჯდომა და სხეულის ცალმხრივი გადატვირთვა კუნთოვან დისბალანსს იწვევს. გარდა ამისა, მიზეზი შესაძლოა ხერხემლის გამრუდებაში ან მენჯის ძვლების ასიმეტრიაში იყოს.  მხრების ასიმეტრიის ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:

  • სქოლიოზი: ხერხემლის გვერდითი გამრუდება, რომელიც პირდაპირ აისახება მხრების სიმაღლეზე.
  • კუნთოვანი დისბალანსი: ცალმხრივი ფიზიკური დატვირთვა ან პროფესიული საქმიანობა, რომელიც სხეულის მხოლოდ ერთ მხარეს ტვირთავს.
  • არასწორი პოზა (ჯდომის და დგომის დროს): ქრონიკული მოხრილობა და კომპიუტერთან ეკრანისკენ წინ წაწეული კისერი.
  • გადატანილი ტრავმები: ლავიწის, მხრის სახსრის ან ზურგის კუნთების ძველი დაზიანებები.

მხრების ასიმეტრიის მკურნალობის გზები 

მხრების მკურნალობის პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ზუსტ დიაგნოსტიკას. გამომწვევი მიზეზის დასადგენად და ინდივიდუალური გეგმის შესადგენად აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ კვალიფიციურ სპეციალისტთან. მხრების ტკივილის შესამცირებლად, დისკომფორტის მოსახსნელად და გართულებების თავიდან ასაცილებლად, კი ეფექტურია ორთოპედიული ფიქსატორების ტარება. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • ნეოპრინის მხრის სამაგრი. გამოიყენება ტკივილით მიმდინარე მხრის ქრონიკული დაავადებების, ასევე სპორტული აქტივობებისა და მხრის დატვირთვის დროს. ის უზრუნველყოფს სახსარში სითბოს შენარჩუნებას და იცავს მხარს დაზიანებისგან.
  • მკლავის ქამარი –  ხელს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს და ამცირებს ტკივილს. ხშირია მისი გამოყენება ართრიტის და ართროზის, ასევე მხრის მოტეხილობის ან ამოვარდნილობის, კუნთებისა და მყესების დაზიანება-დაჭიმვის დროს. ის ასევე, ხელს უწყობს კუნთების სტაბილიზაციას.
  • მკლავის ქამარი ბალიშით – გამოიყენება მხრის იმობილიზაციისთვის 45° -60°  განზიდვით მოტეხილობისა და ამოვარდნილობის დროს.
  • აკრილის ქსოვილის მხრის სამაგრი –  გამოიყენება ტრავმული რეაბილიტაციის, ართრიტის დროს და პოსტოპერაციულ პერიოდშიც. ეს პროდუქტი ინარჩუნებს სხეულის ტემპერატურას და ამცირებს ტკივილის შეგრძნებას. მისი გამოყენება რეკომენდებულია სპორტული აქტივობების, კუნთების და მყესების დაზიანებების დროს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may also like these