კიდურების დაბუჟება ხდება იმ დროს, როდესაც ნერვი გარკვეულ ზეწოლას განიცდის. ყველაზე ხშირად ეს ხდება ფეხის ფეხზე გადადებისა და ასევე, ძილის დროს, როდესაც თავი ხელზე ხანგრძლივად გვიდევს. ეს დაბუჟების მარტივი შემთხვევებია და ჩხვლეტის შეგრძნება მალე ქრება. ეს დაბუჟების მარტივი შემთხვევებია და ჩხვლეტის შეგრძნება მალე ქრება. დაბუჟება შესაძლოა გამოწვეული იყოს მჭიდრო ტანსაცმლით ვიწრო ჯინსის, ქამრის ან წონაში მატების გამო. ამ დროს დაბუჟება ძირითადად ბარძაყის გარეთა მხარეს იგრძნობა. ფეხის ტერფის დაბუჟების შემთხვევაში კი მიზეზი შესაძლოა არასწორი ფეხსაცმელი იყოს. ზედმეტად მოჭერილი ფეხსაცმელი აფერხებს სისხლის მიმოქცევას და აწვება წვრილ ნერვებს.
რა სიმპტომები ახასიათებს კიდურების დაბუჟებას?
კიდურების დაბუჟება ხშირად მარტო არ ვლინდება და მას თან ახლავს სხვადასხვა სახის დისკომფორტი. კიდურების დაბუჟების სიმპტომებია:
- ჩხვლეტის შეგრძნება;
- მგრძნობელობის დაკარგვა: შეხების, სიცივის ან სითბოს აღქმის შესუსტება ან სრული გაქრობა;
- წვის ან მოჭერითი ხასიათის ტკივილი: რომელიც შეიძლება გავრცელდეს მთელ კიდურზე.
- სისუსტე კიდურებში: ნივთების ხელიდან გავარდნა, სიარულის დროს წონასწორობის დარღვევა ან ფეხის ათრევა.
რამ შეიძლება გამოიწვიოს კიდურების დაბუჟება?
კიდურების დაბუჟება შეიძლება გამოწვეული იყოს:
- დაავადებებითა და ნერვული სისტემის პრობლემებით: ოსტეოქონდროზი, მალთაშუა დისკის თიაქარი, პროტრუზია და სხვა.
- სისხლის მიმოქცევის დარღვევით- ვარიკოზული ვენები ან არტერიების შევიწროება აფერხებს სისხლის მიწოდებას, რაც კიდურების გაციებას და დაბუჟებას იწვევს.
კიდურების დაბუშება ასევე, შესაძლებელია უკავშირდებოდეს:
- პრობლემებს ხერხემლის სხვადასხვა ნაწილში;
- თირკმლისა და ღვიძლის დაავადებებს;
- ინფექციებს;
- ლიმფოდრენაჟის დარღვევას.
ნეიროპათიის დროს კიდურების დაბუჟება და ტკივილი თავდაპირველად ტერფებში აღმოცენდება და თანდათან ვრცელდება ზევით. მოგვიანებით, შესაძლოა, მოიცვას მტევნები და მთლიანად ხელები.
კიდურების დაბუჟების მკურნალობა
იდურების დაბუჟების დროს პაციენტები იყენებენ ვარიკოზის მოვლის საშუალებებს, რომელიც ხელს უწყობს ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებასა და ფეხებში ამცირებს შეშუპებას, დაბუჟების, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას. გარდა ამისა, კიდურების დაბუჟების სამკურნალოდ რეკომენდირებულია ფიქსატორებისა და ორთოპედიული ბალიშების გამოყენება. ორთოპედიული ბალიშები სწორი პოზიციის შენარჩუნებასა და მშვიდ ძილში დაგეხმარებათ. უმჯობესია, თითოეული სამედიცინო ნივთის გამოყენებამდე ეწვიოთ სპეციალისტს და რეკომენდაციების მისგან მიიღოთ.