ანტივარიკოზული წინდები

ანტივარიკოზული წინდები ვენებზე არსებული დაავადების მკურნალობისთვის გამოიყენება. ეს პროდუქცია პაციენტებს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში ეხმარება. ვარიკოზის დროს ის:

  • ხელს უწყობს ვენებში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას;
  • ხელს უშლის სისხლის შეგუბებას;
  • ხსნის სიმძიმის შეგრძნებას ფეხებში;
  • ახდენს დაავადების შემდგომი პროგრესირების პრევენციას;
  • უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

რა ტიპის ანტივარიკოზული წინდები არსებობს?

ანტივარიკოზული წინდები ვენებზე არსებული პრობლემების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება. კომპრესიული კოლგოტები ფეხებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ხსნის. განვიხილოთ, რა დროს და რა მიზნით უნდა გამოვიყენოთ ანტივარიკოზული გეტრები:

  • ანტი-თრომბოემბოლიური წინდა – გამოიყენება პროფილაქტიკის მიზნით. გამოიყენება, ასევე, ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიისა და საკეისრო კვეთის დროს. ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას
  • ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი – გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზე.  წინდა იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს.
  • ვარიკოზის მაღალყელიანი წინდა- COTTON-ის ქვებრენდის ამ პროდუქციის შიდა მხარისთვის გამოყენებულია სპეციალური ბამბის ქსოვილი, რომელიც უშუალოდ ეხება კანს, არ იწვევს ალერგიულ რეაქციას და ინარჩუნებს ტემპერატურულ ბალანსს კლიმატის მკვეთრი ცვალებადობის დროს. წინდები არის შავი და  კარამელისფერი.
  • ანტითრომბოებოლური დაბალყელიანი წინდა – გამოიყენება თრომბოზისა და თრომბოემბოლიის საპროფილაქტიკოდ, ასევე, წინასაოპერაციო და ოპერაციის შემდგომ პერიოდში. გამოიყენება, ასევე, ქირურგიული ჩარევების, ლაპარასკოპიის და საკეისრო კვეთის დროს. ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას.

ვარიკოზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ძირითადად ქალბატონებში იჩენს თავს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ამ პრობლემას ყურადღება თავიდანვე მიექცეს, რადგან მკურნალობა დაავადების პირველ ეტაპზე ბევრად მარტივი და ეფექტურია. ვარიკოზის პირველი ნიშანი – ხანგრძლივად ფეხზე დგომის ან ჯდომის შემდეგ, დღის ბოლოს ფეხების შეშუპება, ქვედა კიდურებში სიმძიმისა და წვის შეგრძნებაა. ამიტომ, თუ ეს სიმპტომები თქვენთვის ნაცნობია დაუყონებლივ ეწვიეთ პირად ექიმს და სპეციალისტის რჩევების შესაბამისად დაიწყეთ დროული მკურნალობა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *