როდის არის საჭირო სამედიცინო ბალიშების გამოყენება?

ორთოპედიული ბალიშების მეშვეობით თქვენ შეგვიძლიათ თავიდან აირიდოთ არასწორი ჯდომით, წოლით ან მგზავრობით გამოწვეული ზურგისა და კისრის ტკივილი. გარდა ამისა, მისი გამოყენება ხელს უწყობს  სუნთქვის გაძნელების, სისხლის მიმოქცევის დარღვევის, წელის, თავის ტკივილისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების აღმოფხვრას. ეს პროდუქტი თანამედროვე ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო ნივთია, რადგან ადამიანებს ჯანმრთელობის გარკვეულ პრობლემებსა უწესრიგებს. სამედიცინო ბალიშები არსებობს მრავალი სახის – ადამიანის სხეულის თითქმის ყველა ნაწილისა და სამედიცინო პრობლემისათვის. ზოგიერთ მათგანს აქვს მრავალ-ფუნქციური და მრავალ-პოზიციური დიზაინი სხვადასხვა ფიზიკური დაავადებისა და ძილის დარღვევისთვის. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • კისრის ორთოპედიული ბალიში –  აფიქსირებს თავისა და კისრის მიდამოს. უზრუნველყოფს ძილის დროს ხერხემლის სვეტის სწორ პოზიციონირებას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უშლის კისრის კუნთების დაჭიმვას.
  • ზურგის ბალიში – აფიქსირებს წელს ანატომიურ მდგომარეობაში და იდეალურია იმ ადამიანებისთვის, ვისაც ოფისში მუშაობა და საათობით ჯდომა უწევთ.
  • საბავშვო ორთოპედიული ბალიში – აფიქსირებს ხერხემალს სწორ მდგომარეობაში. შექმნილია 2 ან 3 წლის ბავშვებისთვის.
  • ჩვილის ორთოპედიული ბალიში – შექმნილია ჩვილებისთვის 0 თვიდან. ორთოპედიული ბალიში პატარების თავის ქალასა და ხერხემლის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და მათი გამოყენება მედიკოსების მხრიდან რეკომენდებულია შესაბამისი ჩვენებით. აღსანიშნავია, რომ ის ჰაერგამტარია და აქვს ბამბის დამცავი ზედაპირი, რომელიც ირეცხება.
  • რეფლუქსის საწინააღმდეგო ბალიში – გულ-ძმარვისთვის გამოიყენება. მისი ამაღლებული ზედაპირი სხეულს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს,  რაც საკვებს უკან დაბრუნების საშუალებას არ აძლევს.
  • სავარძლის ბალიში – გამოიყენება ადამიანებში, რომლებსაც უწევთ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა, კუდუსუნის არეში ტკივილის დროს. ის აუმჯობესებს მცირე მენჯში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სწორი ნაწლავის ვენებში სისხლის შეგუბებასა და ჰემოროის (ბუასილის) პროგრესირებას.

ორთოპედიული ბალიშის გამოყენება რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა უწევთ, კუდუსუნის არეში ტკივილი ან ბუასილი აწუხებთ. ასევე, მათთვის , ვისაც კისრისა თუ წელის არეში დაჭიმულობის შეგრძნება და ძილის პრობლემები აქვთ. მედიკოსები მიიჩნევენ,  რომ ქრონიკული კისრის ტკივილის მქონე ან წნევის მატარებელმა ადამიანებმა აღნიშნული პროდუქტი მაშინაც უნდა გამოიყენონ, როცა არ სძინავთ. ღამე კი  ორთოპედიული ბალიში სხეულის ანატომიურად სწორი მდგომარეობის შენარჩუნებასა და უსაფრთხო ძილს უზრუნველყოფს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *