ცერა თითის ტკივილი – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

თითის ტკივილი ძირითადად, რაიმე სახის ტრავმას ან დაავადებას უკავშირდება. ეს შესაძლოა იყოს მოტეხილობა, ამოვარდნა და მყესის დაჭიმვა. ცერა თითის ტკივილს საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნება ახლავს თან. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს რამდენიმე ფაქტორით, თუმცა უმეტეს შემთხვევაში  პრობლემა გარდამავალია და ხშირად დაკავშირებულია გადაჭარბებულ  მუშაობასთან ან უეცარ ტრავმასთან. თუ ცერა თითის ტკივილი მსუბუქია, ამ შემთხვევაში ადამიანები მასაჟებით და ვარჯიშებით ცდილობენ პრობლემის აღმოფხვრას, მაგრამ თუ დისკომფორტი დიდხანს გაგრძელდა, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია  და ინდივიდუალური დანიშნულების მიღება.

ცერა თითის ტკივილის გამომწვევი მიზეზები

ცერა თითის ტკივილის გამომწვევი მიზეზი ტრავმის გარდა შესაძლოა იყოს ისეთი დაავადებები როგორიცაა:

  • ბურსიტი – სასახსრე აბგის  მწვავე ან ქრონიკული ანთებაა და მას  ყველაზე ხშირად  ტრავმა იწვევს. მისი თანმხლები პროცესია მყესების ანთება.
  • ჰალუქს ვალგუსი – იგივე ბუნიონი არის ცერა თითისა და ტერფის დამაკავშირებელი სახსრის დეფორმაცია. ამ დროს წინატერფის სახსარი გარეთ იზნიქება, ხოლო ფეხის დიდი თითი კი – შიგნით. დაავადება ვითარდება მაშინ, როდესაც ცერა თითის გარეთა ზედაპირი მუდმივ ზეწოლას განიცდის, ეს შეიძლება იყოს განპირობებული არაკომფორტული და მჭიდრო ფეხსაცმლით. გართულების სახით შეიძლება ადგილი ჰქონდეს ბურსიტის ან ართრიტის განვითარებას.
  • პოდაგრა – იგივი ნიკრისის ქარი არის ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეული სისტემური დაავადებაა. ეს პრობლემა ვლინდება მაშინ, როდესაც სისხლში შარდმჟავას შემცველობა მუდმივად მაღალია. მას ახასიათებს მწვავე პოდაგრული ართრიტის ეპიზოდები. მისი მთავარი სიმპტომი ერთი ან რამდენიმე სახსრის მტკივნეული ანთება და შეშუპებაა.

როგორ ვუმკურნალოთ ცერა თითის ტკივილს?

ცერა თითის ტკივილის დროს სხვადასხვა ორთოპედიულ საშუალებას გამოიყენებენ. მაგალითად, ცერა თითის გამყოფი სილიკონი არის პროდუქტი, რომელიც ადამიანებს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის  დროს ეხმარება.  ეს სამედიცინო საშუალება გამოიყენება პოდაგრით გამოწვეული ცერა თითის დეფორმაციის დროს და ფეხის დიდ თითს ანატომიურ მდგომარეობის შენარჩუნებაში ეხმარება. ცერა თითის გამყოფი  ფეხის დიდ და მეორე თითებს ერთმანეთისგან განაცალკევებს და სახსარში  ტკივილსა და დისკომფორტს ამცირებს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • ცერა თითის ფიქსატორი – ამაგრებს ცერა თითის შეერთების ადგილებს. გამოიყენება ცერა თითის მოტეხილობის, ამოვარდნილობისა და მყესის დაზიანების დროს. აქვს სპეციალური მეტალის ჩანართი, რომელიც თითის მოძრაობის შეზღუდვას უზრუნველყოფს
  • ცერა თითის ფიქსატორი – დამზადებულია ნეოპრინის მასალისგან. აფიქსირებს ცერის ფალანგს და გამოიყენება ცერა თითის მყესის სინოვიტისა (სინოვიალური გარსის ანთების) და ცერის ტენდინიტის (მყესის ანთების) დროს.
  • ბურსიტის საწინააღმდეგო საშუალება (კომბინირებული) – გამოიყენება ცერა თითის ბურსიტის, ჰალუქს ვალგუსისა და პოდაგრით გამოწვეული დეფორმაციის დროს. ის ამცირებს ტკივილს და იცავს სახსარს დამატებითი მექანიკური დაზიანებისგან.
  • თითის სილიკონი – განაცალკევებს ცერა და მეორე თითს ერთამენისგან, ხსნის დისკომფორტს და ამსუბუქებს ტკივილს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *