მარცხენა ხელის ტკივილისა და დაბუჟების დროს ადამიანი განიცდის დისკომფორტს. ეს პრობლემა ხშირად აწუხებთ ადამიანებს, თუმცა როგორც წესი, დაბუჟება სწრაფად სრულდება და გართულებებს არ იწვევს. დაბუჟება ხდება იმ დროს, როდესაც ნერვი გარკვეულ ზეწოლას განიცდის. ყველაზე ხშირად ეს ხდება ძილის დროს, როდესაც თავი ხელზე ხანგრძლივად გვიდევს. ეს დაბუჟების მარტივი შემთხვევაა და ჩხვლეტის შეგრძნება მალე ქრება.
რამ შეიძლება მარცხენა ხელის ტკივილი და დაბუჟება?
მარცხენა ხელის დაბუჟების ყველაზე ხშირი მიზეზია ცხოვრების წესი, უფრო სწორად, საქმიანობა, რომელიც ხელების ერთ პოზიციაში ხანგრძლივად გაჩერებას მოითხოვს. იმისათვის, რომ მკურნალობა დაიწყოს, ექიმმა ზუსტად უნდა იცოდეს, რამ გამოიწვია დაბუჟება: კისრის ოსტეოქონდროზმა თუ ნერვზე ზეწოლამ. მარცხენა ხელის ტკივილი და დაბუჟების ხშირი მიზეზებია:
- არასწორი მოძრაობა;
- დაავადებები;
- მოულოდნელი ტრავმა;
- გაშლილ ხელზე დაცემა.
მკურნალობის პროცესი
მარცხენა ხელის ტკივილის მკურნალობის ბევრი გზა არსებობს. ეს პირდაპირ არის დამოკიდებული ექიმის მიერ დასმულ დიაგნოზზე. ზოგადად, ხელის ნებისმიერი სახის დაზიანება ადრეულ ეტაპზე უკეთ ემორჩილება მკურნალობას. ხშირ შემთხვევაში ტკივილის შემსუბუქებისა და მკურნალობის პროცესის დაჩქარების მიზნით პაციენტები ხელის ფიქსატორებს იყენებენ. მკურნალობის პროცესში, ლიმფური შეშუპების შესაჩერებლად ასევე ეფექტურია – მკლავისთვის კომპრესიული წინდები. იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროდუქტი ლიმფურ შეშუპებას ამცირებს ლიმფოსტაზის დაავადების დროს პაციენტები აქტიურად გამოიყენებენ. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- ლიმფოსტაზის ხელის წინდა თითებით- სხეულის ამ ნაწილში უზრუნველყოფს სტაბილურ მოჭერილობას მთელი დღის განმავლობაში.
- ლიმფოსტაზის ხელის წინდა, მტევნის გარეშე – ისევე, როგორც თითებიანი მოდელი დამზადებულია ბუნებრივი მასალისგან და მისი უნიკალური სტრუქტურა ძალიან კომფორტულია.
- სხივ-მაჯის ფიქსატორები გამოიყენება როგორც მოტეხილობისა და ამოვარდნილობის, ასევე დაჭიმულობისა და სხვადასხვა დაავადების დროს. ამ პროდუქტის გამოყენება ხელს უწყობს ტკივილისა და შეშუპების თავიდან აცილებას და სხივ-მაჯის სახრის მოსვენებას.
- იდაყვის ფიქსატორი – გამოიყენება იდაყვის სახსრის ტრავმების სამკურნალოდ და ფიზიკური დატვირთვის დროს დაზიანებისგან თავის ასარიდებლად. მისი გამოყენება ამცირებს ტკივილს და ხელს უწყობს სახსარში სითბოს შენარჩუნებას. იდაყვის ფიქსატორი აქტიურად გამოიყენება ეპიკონდილიტის დროსაც. ამ პროდუქტის ტარება კომფორტულია მთელი დღის განმავლობაში, მათ შორის ყოველდღიური საქმიანობისას.
უმჯობესია მათ გამოყენებამდე ექიმს მიმართოთ და რეკომენდაციები სპეციალისტისგან მიიღოთ.
როგორ ავირიდოთ თავიდან მარცხენა ხელის ტკივილი და დაბუჟება?
მარცხენა ხელის ტკივილი და დაბუჟების პრევენციისთვის საჭიროა სწორი და სრულფასოვანი კვება, ძილის სწორი რეჟიმის დაცვა და ექიმის დროული კონსულტაცია. ასევე, გაითვალისწინეთ:
- სამუშაო დღის განმავლობაში საათში ერთხელ რამდენიმე წუთით შეწყვიტეთ მუშაობა და დაჭიმეთ ხელები;
- ბეჭდვის დროს იდაყვები გააჩერეთ მოხრილ მდგომარეობაში, ტანთან ახლოს. ეს უზრუნველყოფს დატვირთვის თანაბარ განაწილებას.