მარჯვენა ხელის ტკივილი და დაბუჟება

მარჯვენა ხელის ტკივილი და შეშუპება ადამიანს ხელს უშლის ყოველდღიურ საქმიანობაში. ეს ძირითადად, უკავშირდება რევმატული დაავადებებს, მოტეხილობას, ღრძობას ან ამოვარდნას. ეს პრობლემა ხშირია ბავშვებში და სპორტსმენებში და რისკი გაცილებით მატულობს ზაფხულში, რადგან წელიწადის ამ დროს მათი ფიზიკური აქტივობა ყველაზე მაღალია.

მარჯვენა ხელის ტკივილი და დაბუჟების გამომწვევი მიზეზები?

მარჯვენა ხელის ტკივილისა და დაბუჟების მიზეზი არაერთია. ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს არასწორ მოძრაობას, პროფესიას, რომელიმე დაავადებას ან უეცარ ტრავმას.  განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • მარჯვენა მაჯის დაჭიმვა – ნერვის ან მყესების დაზიანებას უკავშირდება. სხეულის ეს ნაწილი საკმაოდ რთული სახსარია, რომელიც 8 ძვლისგან შედგება. მაჯის, მტევნის, სხივისა და იდაყვის ძვლებს ერთმანეთთან იოგები აკავშირებს და ამიტომ ნებისმიერი ნაწილის დაზიანებამ შეიძლება სერიოზული ტკივილი გამოიწვიოს.
  • მარჯვენა მხრის ტკივილი – მისი გამომწვევი ბევრი ფაქტორი არსებობს, მაგრამ მათ შორის ყველაზე გავრცელებულია გადატვირთვა, ტრავმა, ართრიტი ან კუნთების დაზიანება. მკლავისა და მხრის ტკივილს უკავშირებენ კისრის ან მხრის პრობლემებსა და მყესების დაზიანებასაც.
  • მარჯვენა ხელის დაბუჟება – ხშირად აწუხებთ ადამიანებს, თუმცა როგორც წესი, დაბუჟება სწრაფად სრულდება და გართულებებს არ იწვევს. დაბუჟება ხდება იმ დროს, როდესაც ნერვი გარკვეულ ზეწოლას განიცდის. ყველაზე ხშირად ეს ხდება ძილის დროს, როდესაც თავი ხელზე ხანგრძლივად გვიდევს. ეს დაბუჟების მარტივი შემთხვევაა და ჩხვლეტის შეგრძნება მალე ქრება.
  • მარჯვენა მკლავის შეშუპება და ტკივილი – როგორც წესი, ეს სიმპტომები ახლავს ხელის ამოვარდნას. არასასიამოვნო შეგრძნებასთან ერთად ამოვარდნილი კიდური გვიზღუდავს შრომის უნარს და ყოველდღიურ საქმიანობაში დისკომფორტს გვიქმნის.

მკურნალობა და რეაბილიტაცია

მარჯვენა ხელის  ნებისმიერი სახის დაზიანება ადრეულ ეტაპზე უკეთ ემორჩილება მკურნალობას. ხშირ შემთხვევაში ტკივილის შემსუბუქებისა და მკურნალობის პროცესის დაჩქარების მიზნით პაციენტები ხელის ფიქსატორებს იყენებენ. ეს პროდუქტია ეფექტურია უეცარი მოტეხილობის, ამოვარდნილობის, კუნთებისა და მყესების დაზიანება-დაჭიმვის დროს. გარდა ამისა, ეს სამედიცინო საშუალება ტკივილის შემცირებას უზრუნველყოფს და ხელს სასურველ პოზიციაშიც აფიქსირებს. ლიმფოსტაზის დაავადებასთან შესაჩერებლად, კი მიზანშეწონილია კომპრესიული ტრიკოტაჟით მკურნალობაა, რადგან ეს მეთოდი ლიმფურ შეშუპებას ამცირებს. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • ლიმფოსტაზის ხელის წინდა თითებით- სხეულის ამ ნაწილში უზრუნველყოფს სტაბილურ მოჭერილობას მთელი დღის განმავლობაში.
  • სხივ-მაჯის ფიქსატორები გამოიყენება როგორც მოტეხილობისა და ამოვარდნილობის, ასევე დაჭიმულობისა და სხვადასხვა დაავადების დროს. ამ პროდუქტის გამოყენება ხელს უწყობს ტკივილისა და შეშუპების თავიდან აცილებას და სხივ-მაჯის სახრის მოსვენებას.

როგორ ავირიდოთ თავიდან მარჯვენა ხელის ტკივილი და დაბუჟება

მარჯვენა ხელის ტკივილისა და დაბუჟების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ძილის რეჟიმი მოიწესრიგოთ და სწორად შეარჩიოთ ღამე პოზიცია. გარდა ამისა, მნიშვნელია სწორი კვება და მცირე ფიზიკური აქტივობა, რადგან ეს ხელს უწყობს მოდუნებული კუნთების გაძლიერებას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *