წელის ქამრებს სხვადასხვა დანიშნულება აქვს. მაგალითად, მრავლობითი მოტეხილობის, კიფოზის, რთული სქოლიოზის ან მრავლობითი თიაქრის არსებობის შემთხვევაში ე.წ. გულ-მკერდ წელის ანუ ხერხემლის კორსეტის ტარებაა რეკომენდირებული. წელის სტანდარტული კორსეტი კი, რომელიც დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან და პლასტმასის ჩანართები აქვს, წელისა და ზურგის მწვავე ტკივილის შესამსუბუქებლად უნდა ვატაროთ. რაც შეეხება, ოსტეოართრიტს, ოსტეოპოროზს, სქოლიოზსა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობას – ამ დროს ზურგის კორსეტია ეფექტური. წელის ქამრების ზომა ძირითადად ჭიპის დონეზე წელის გარშემოწერილობის მიხედვით შეირჩევა, ამიტომ პროდუქტის მეტი ეფექტურობისა და კომფორტული მოხმარებისთვის, დააკვირდით მწარმოებლის მიერ ყუთზე დატანილ ზომის ცხრილს ან მიმართეთ კვალიფიციურ კონსულტანტს. განვიხილოთ, მოთხოვნადი წელის ქამრები:
- ზურგის კორსეტი – ბამბის ელასტიური ქსოვილისგან არის დამზადებული, მისი ტარება მარტივად ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და იყენებენ ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს. ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს .
- წელის სტანდარტული კორსეტი – დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან და მას აქვს პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და უზრუნველყოფს სითბოს სხეულის ამ ნაწილში. ხშირია მისი გამოყენება რევმატული ტკივილის დროს. ამსუბუქებს წელისა და ზურგის ტკივილს.
- თორაკოლუმბალური (გულ-მკერდ წელის) კორსეტი- დამზადებულია 100%-ით ელასტიური ბამბის ქსოვილისგან. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს ხერხემლის, გულმკერდისა და წელის ნაწილების ფიქსაციას. გამოიყენება ხერხემლის მალების მოტეხილობისა და კიფოზის სამკურნალოდ. მას აქვს დამატებითი ღვედები და მეტალის ჩანართები, რომლებიც აძლიერებს ფიქსაციას.
- ჰიპერექსტენზიის კორსეტი – ახდენს ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას მალების კომპრესიული მოტეხილობების დროს. მისი წინა მხარე შედგება ალუმინისაგან, ხოლო უკანა მხარე ლამინირებული პლასტაზოტისაგან. ამ პროდუქტის გამოყენება ეფექტურია რევმატული ტკივილის დროსაც.
- ლამბოსაკრალური ზურგის კორსეტი – გამოიყენება სახსრების შეერთების დარღვევის, სპორტული დაზიანებების, ზურგის ქვედა ნაწილის დაჭიმვის, მალთაშუა დისკის თიაქრის, გავა-თეძოს შესახსრების (მალთა შუა სახსრების) ადგილის დისფუნქციის, უკანა კუნთების დაჭიმვისა და იოგების/მყესის დაჭიმვის მკურნალობის პროცესში.
წელის ქამრების ტარება მარტივად ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში და მოხრილობის შემთხვევაში ხერხემალს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს. მათი ტარების პერიოდი ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. უმჯობესია, რომ მათ გამოყენებამდე რეკომენდაციები პირადი ექიმისგან მიიღოთ.
