რა არის პროტრუზია და როგორ ვუმკურნალოთ?

პროტრუზიის დროს ხერხემლის არხში ხდება მალთაშუა დისკის გადაადგილება . მალთაშუა დისკის თიაქრების დროს მალების სხეულების საზღვრებს მიღმა,  დისკის სხვადასხვა ზომის ლოკალური ამობურცულობაც ჩნდება.  ამასთანავე რბილი ბირთვი რჩება ფიბროზული რგოლის ბოჭკოების შიგნით. ფიბროზული რგოლი კი სუსტდება და იწელება. მალთაშუა დისკის პროტრუზიასა და თიაქარს უმეტეს შემთხვევაში ახასიათებს ძლიერი ტკივილი, რომელიც გამოწვეულია დისკის გადანაცვლებით მალთაშუა საზღვრებიდან და ზეწოლით ნერვულ ფესვზე. პირველ რიგში საჭიროა მოხდეს ანთებითი პროცესის ჩაქრობა და კუნთოვანი სპაზმის მოხსნა. პროტრუზიის სიმპტომებია:

  • ბეჭის ძვლებს შორის ტკივილი;
  • სიმძიმის შეგრძნება გულმკერდისა და წელის არეში;
  • სუნთქვის გაძნელება;
  • კიდურების დაბუჟება.

პროტრუზია და მისი გამომწვევი მიზეზები

პროტრუზიისა და თიაქრის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს მალთაშუა დისკების დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებები. ამ დაავადების მიზეზი შეიძლება იყოს:

  • მენჯ-ბარძაყის სახსრის თანდაყოლილი დეფორმაცია;
  • სქოლიოზი;
  • არასწორი ფიზიკური დატვირთვა;
  • ჭარბი წონა და სიმძიმის ცენტრის გადანაცვლება;
  • ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა;
  • გენეტიკური ფაქტორი;
  • ტრავმა;
  • სტრესი.

როგორ ავირიდოთ თავიდან პროტრუზია?

პროტრუზიის განვითარების პრევენციის მიზნით, გაითვალისწინეთ:

  • ზომიერი ფიზიკური აქტივობა და მოძრაობა;
  • სწორი კვება;
  • ექიმთან ვიზიტი ტკივილისა და მდგომარეობის გაუარესების დროს.

პროტრუზიის მკურნალობა

ექიმის მეთვალყურეობისა და რეაბილიტაციის გარეშე მალთაშუა დისკის პროტრუზია შესაძლებელია გადავიდეს მალთაშუა დისკის თიაქარში. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოზისა და მკურნალობის პროცესის ჩატარება. გაითვალისწინეთ, რომ ფიზიკური ვარჯიშები ხსნის ტკივილს და ანთებას ხერხემლის სვეტში. სწორი ფიზიკური დატვირთვის დროს იხსნება სპაზმი კუნთებში, სპაზმის მოხსნის შემდეგ, კი უმჯობესდება კუნთების ტონუსი და მიკროცირკულაცია. ასევე, მკურნალობის პროცესში ინიშნება თიაქრის ქამრები. თიაქრის ბანდაჟი ამცირებს ტკივილს, დატვირთვასა და დისკომფორტს. ეს პროდუქტი ხელს უშლის თიაქრის პროგრესირებას და იცავს თიაქრის არეს მასზე ზეწოლის მეშვეობით, სპეციალური ბალიშის საშუალებით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *