ამოვარდნილი მხარი საკმაოდ შემაწუხებელია და დისკომფორტს ქმნის ყოველდღიურ საქმიანობაში. ეს პრობლემა ხშირია ბავშვებსა და სპორტსმენებში. ამის რისკი გაცილებით მატულობს ზაფხულისა და ზამთრის სეზონზე, რადგან წელიწადის ამ დროს მათი ფიზიკური აქტივობა ყველაზე მაღალია.
მხრის ამოვარდნის სიმპტომები
მხრის ამოვარდნის დროს ზიანდება საფიქსაციო აპარატი, მყესები, სახსარსა და მის ირგვლივ მდებარე ქსოვილებში ვითარდება სისხლჩაქცევა. დიაგნოსტიკის დროს პაციენტს უკეთებენ რენტგენს რამდენიმე პროექციაში. ეს საკმარისია იმისათვის, რომ დადგინდეს სწორი მდებარეობა აქვს, თუ არა მხრის ძვლის თავს. რენტგენოგრაფიის შედეგები ასევე ასახავს ძვლების დაზიანებას. მხრის ამოვარდნის სიმპტომებია:
- მწვავე ტკივილს მხრის არეში;
- მოძრაობის შეზღუდვა;
- შეშუპება.
რამ შეიძლება გამოიწვიოს მხრის ამოვარდნა?
მხრის ამოვარდნა შესაძლოა სიმძიმეების აწევამ, გარკვეულმა ფიზიკურმა აქტივობამ ან არასწორმა მოძრაობამაც გამოიწვიოს. მხრის ამოვარდნას შესაძლოა თან ახლდეს ძვლის მოტეხილობაც. თუ ამოვარდნილობასთან ერთად მის ახლოს მდებარე ძვლის მოტეხილობაც ფიქსირდება, მაშინ ძირითადად ზიანდება მსხვილი სისხლძარღვები და ნერვებიც, რაც ამოვარდნილობის მკურნალობას ართულებს.
ამოვარდნილი მხრის მკურნალობა
მხრის ამოვარდნილობის დროს საჭიროა ექიმმა ამოვარდნილი ძვალი დაუყონებლივ ჩასვას. პირველადი დახმარების დროს ტკივილის შესამცირებლად დაზიანებული სახსრის მიდამოზე ცივი საფენი უნდა დაიდოთ და ტკივილგამაყუჩებელი მიიღოთ. ასევე, უნდა მოხდეს კიდურის იმობილიზაცია. ამისთვის კომპანია “ახალი ხედვა” მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა ბრენდის, ზომისა და ფასის მხრის ფიქსატორებს სთავაზობს. ეს პროდუქცია თბილისის გარდა, გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარე ფილიალებშია წარმოდგენილი. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
- მკლავის ქამარი – ხელს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს და ამცირებს ტკივილს. ხშირია მისი გამოყენება ართრიტის და ართროზის, ასევე მხრის მოტეხილობის ან ამოვარდნილობის, კუნთებისა და მყესების დაზიანება-დაჭიმვის დროს. ის ასევე ხელს უწყობს კუნთების სტაბილიზაციას.
- მკლავის ქამარი ბალიშით – გამოიყენება მხრის იმობილიზაციისთვის 45° -60° განზიდვით მოტეხილობისა და ამოვარდნილობის დროს.
- მხრის ბანდაჟი – სარგებლობენ წინამხრის მოტეხილობის და ამოვარდნილობის დროს. ასევე ეფექტურია მისი გამოყენება მხრის ძვლის მოტეხილობის, რბილი ქსოვილების დაზიანებისა და პოსტოპერაციული მკურნალობის პერიოდში.
თუ ამ პროდუქტით სარგებლობა გჭირდებათ, აუცილებელია ზომის სწორად შერჩევა, გამოყენებამდე კი ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია.
ძალიან მნიშვნელოვანია ამოვარდნილი მხრის სწორად მკურნალობა, რადგან, სახსრის კომპონენტები ერთი გრადუსითაც, რომ დარჩეს დეფორმირებული და ერთმანეთს აცილებული, ხელის სისწორეს დაკარგავს, რასაც ფუნქციის დაქვეითებაც მოჰყვება.
