თითის ამოვარდნა

თითის ამოვარდნა ყოველდღიურ ცხოვრებაზე საკმაოდ უარყოფითად აისახება. ეს პრობლემა პირდაპირ უშლის ხელს ნორმალურ მუშაობას, როგორც სახლში, ასევე სამსახურში და დისკომფორტს იწვევს სხვადასხვა სიტუაციაში. თითის ამოვარდნამ შესაძლოა მძიმე გართულებები გამოიწვიოს. ამიტომ სწორი მკურნალობის პროცესის ჩატარება აუცილებელია.

თითის ამოვარდნის სიმპტომები

თითის ამოვარდნა მარტივად შეიძლება მოტეხილობაში გადაიზარდოს, რადგან ორივე შემთხვევაში მოძრაობის დროს ტკივილი წარმოიქმნება. ამოვარდნილი თითის სიმპტომებია:

  • შეშუპება;
  • ჩალურჯება;
  • შესიება და შეწითლება;
  • მგრძნობელობის დაკარგვა, რაც ნერვული დაბოლოების დაზიანებით არის გამოწვეული;
  • მოძრაობის მცდელობის დროს მკვეთრი ტკივილი.

რამ შეიძლება გამოიწვიოს თითის ამოვარდნა ბავშვებში?

თითის ტრავმა ხშირია ბავშვებში. ეს ძირითადად გამოწვეულია ბურთზე ფეხზე ძლიერად დარტყმით ან უხერხული მოძრაობით. თუ თითის ტკივილი მსუბუქია, ამ შემთხვევაში ადამიანები მასაჟებით და ვარჯიშებით ცდილობენ პრობლების აღმოფხვრას, მაგრამ თუ დისკომფორტი დიდხანს გაგრძელდა, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია  და ინდივიდუალური დანიშნულების მიღება.

ამოვარდნილი თითს მკურნალობა

სწორად მკურნალობის შემთხვევაში, სახსარი უბრუნდება თავის ნორმალურ პოზიციასა და ფუნქციას. აღდგენა რამოდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობს, მოსვენების რეჟიმში.  თითის მოშუშების ყველაზე ეფექტური მეთოდი იმობილიზაციაა. ამიტომ მსგავსი პრობლემის დროს სპეციალისტები ფიქსატორებს ნიშნავენ. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • თითის ფიქსატორი – თითის მოტეხილობის, ამოვარდნილობის, ნერვების სხვადასხვა დაზიანების დროს გამოიყენება. თითს გაშლილ მდგომარეობაში აფიქსირებს და დამატებით ტრავმირებას ხელს უშლის. ხელმისაწვდომია S, M, L ზომებში.
  • თითის არტახი – რეაბილიტაციის პროცესის აჩქარებას უწყობს ხელს და თითის სხვადასხვა ტრავმის დროს გამოიყენება. მას აქვს ნახვრეტები, რომლებიც გაგრილებას უზრუნველყოფენ. ყოველდღიური მოხმარებისთვის საკმაოდ მსუბუქი და კომფორტულია. ხელმისაწვდომი კი  S, M, L, XL, XXL ზომებში.

იქიდან გამომდინარე, რომ არასათანადო მკურნალობამ შეიძლება ქრონიკული ტკივილი გამოიწვიოს, თითის ფიქსატორების შეძენისას მნიშვნელოვანია ყურადღება ხარისხზე გამახვილდეს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *