რადიკულიტის დროს მალთაშუა დისკი კარგავს მოქნილობას, ლაგდება მარილები და ზიანდება ნერვები. არსებობს კისრის, მხარ-კისრის, გულმკერდისა და გავა-წელის რადიკულიტი. ეს დაავადება შესაძლოა შეგვხვდეს, როგორც შუახნის, ისე ხანდაზმულ ადამიანებში. ახალგაზრდებში კი რადიკულიტი ჩნდება პროფესიონალ სპორტსმენებსა და გონებრივი შრომით დაკავებულ პირებში – საათობით კომპიუტერთან ჯდომისა და მუშაობის გამო.
რა იწვევს რადიკულიტს?
რადიკულიტი უმეტეს შემთხვევაში ოსტეოქონდროზით არის განპირობებული. ასევე, ეს დაავადება უკავშირდება ხერხემლის ტრავმას, შინაგანი ორგანოების დაავადებებს, ნერვის ახლოს მდებარე კუნთისა და მყესების ანთებასა და დისტროფიულ ცვლილებებს. მისი გამომწვევი სხვა მიზეზებია:
- მემკვიდრეობითი ფაქტორები;
- პერიფერიული ნერვული სისტემის სიმსივნეები;
- ქრონიკული ართრიტი;
- ანთებითი პროცესები;
- მეტაბოლური დარღვევები.
რადიკულიტის სიმპტომები
რადიკულიტის მთავარი სიმპტომი ტკივილია. მისი ლოკალიზაცია კი დამოკიდებულია იმაზე, თუ ხერხემლის რომელ უბანშია ანთებადი ნერვის ფესვი. ასე, რომ რადიკულიტს ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ:
- კისრის რადიკულიტს ახასიათებს – ტკივილი, სმენისა და მხედველობის დაქვეითება, თავბრუსხვევა და არამყარი სიარული;
- მხარ-კისრის რადიკულიტს ახასიათებს – მხრისა და კისრის არეში მწვავე ტკივილი;
- გულმკერდის რადიკულიტს ახასიათებს – ტკივილი გულმკერდის არეში;
- გავა-წელის რადიკულიტს ახასიათებს – ტკივილი საჯდომი ნერვის გასწვრივ.
რადიკულიტის მკურნალობის გზები
რადიკულიტის მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სტადიაშია ეს დაავადება. არსებობს მედიკამენტოზური და ფიზიოთერაპიული მკურნალობა. ზოგ შემთხვევაში ინიშნება სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი და ორთოპედიული დანიშნულების მქონე საშუალებები. რადიკულიტის დროს ხშირად ატარებენ წელის ქამრებს. მათი ტარება მარტივად ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ისინი ძირითადად ჰაერგამტარი ნეოპრინის ან ელასტიური ბამბის ქსოვილისგან არის დამზადებული. რადიკულიტის ქამრებს აქვთ სპეციალური დამატებითი ჩანართებიცა და ღვედებიც, რომლებიც სრულფასოვან სტაბილიზაციასა და ფიქსაციის უწყობს ხელს. თუმცა მათ შორის არის ფუნქციური განსხვავებები. ამ პროდუქტის გამოყენებამდე უმჯობესია, რომ პირად ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ და რეკომენდაციები მისგან მიიღოთ, რადგან, ამ პროდუქტის ტარების პერიოდი ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. ეს პროდუქტი პროდუქტი ხელს უწყობს წელის არეში დატვირთვის შემსუბუქებასა და გამოიყენება კუნთოვანი და ძვალ-სახსროვანი სისტემის მრავალი დაავადების დროს ექიმის რეკომენდაციით.
