როგორ შევარჩიოთ წელის ქამრები?

წელის ტკივილი ხშირად თავს იჩენს იმის გამო, რომ სახსრები, კუნთები, დისკები და ნერვები სწორად არ ფუნქციონირებენ. ასეთ შემთხვევაში ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • სქოლიოზი;
  • ზურგის კუნთების სპაზმები;
  • მალთაშორისი დისკების დეფექტი და სხვა დაავადებები.

დაავადებების გარდა, წელის ტკივილი შეიძლება უკავშირდებოდეს:

  • ავტოავარიებს;
  • მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებას;
  • დაცემას;
  • კუნთების დაჭიმვა და მოტეხილობებს.

წელის ტკივილის შემსუბუქებისთვის ორთოპედიული ქამრები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ისინი არა მხოლოდ ამცირებენ ტკივილს, არამედ ხელს უწყობენ ხერხემლის სწორ ფიქსაციას და სხეულის ამ ნაწილის დატვირთვის განტვირთვას. წელის ქამრები ფართოდ გამოიყენება ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემის სხვადასხვა დაავადების დროს, მათ შორის — ხერხემლის თიაქრის, ოსტეოართრიტის, სქოლიოზისა და ოსტეოპოროზის სამკურნალოდ და რეაბილიტაციისთვის. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • ზურგის კორსეტი – დამზადებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან, მისი ტარება მარტივად, ტანსაცმლის ქვეშ არის შესაძლებელი. ის ამცირებს ტკივილს ზურგის არეში. კორსეტს გამოიყენებენ ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს.  ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს .
  • წელის სტანდარტული კორსეტი – დამზადებულია ანტიალერგიული ქსოვილისაგან, კორსეტს გააჩნია პლასტმასის ჩანართები. ეს პროდუქტი აფიქსირებს წელს და სხეულის ამ ნაწილში სითბოს შენარჩუნებასაც უზრუნველყოფს, მაგრამ მეტი სითბური ეფექტისთვის, რეკომენდებულია მატყლის წელის კორსეტის გამოყენება, რათა ამინდის გაუარესებასთან ერთად თავი წელის და ზურგის ტკივილმა ნაკლებად შეგახსენოთ.
  • ხერხემლის კორსეტი – დამზადებულია 100%-ით ელასტიური ბამბის ქსოვილისგან. ეს პროდუქტი უზრუნველყოფს ხერხემლის, გულმკერდისა და წელის სხვა ნაწილების ფიქსაციას. გამოიყენება ხერხემლის მალების მოტეხილობის, სქოლიოზისა და კიფოზის სამკურნალოდ. მას აქვს დამატებითი ღვედები და მეტალის ჩანართები, რომლებიც აძლიერებს ფიქსაციას.

წელის ტკივილის მკურნალობა დამოკიდებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, პრობლემის ხასიათსა და სირთულეზე. ძირითადად, ამ პრობლემას მედიკოსები კომპლექსურად უდგებიან და ადამიანებს ისეთ რეკომენდაციებს აძლევენ, როგორიცაა – სწორად ჯდომა/წოლა, სიმძიმეების აწევასა და ზოგიერთი სახის დატვირთვაზე უარის თქმა. ასევე მწვავე ტკივილის დროს პაციენტმა არ უნდა შეასრულოს მკვეთრი მოძრაობები და რამდენიმე დღის განმავლობაში შეინარჩუნოს მოსვენებითი მდგომარეობა. თუმცა, თუ წელის ტკივილი დიდხანს გაგრძელდა, უმჯობესია, ექიმთან ვიზიტი დაიგეგმოს და ინდივიდუალური მკურნალობა დაინიშნოს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *