ბეჭის ტკივილი – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის გზები

ბეჭის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რაც ხშირად თანამედროვე, მჯდომარე ცხოვრების წესის შედეგია. თუმცა, ზოგჯერ ის შეიძლება უფრო სერიოზულ პრობლემებზეც მიგვანიშნებს. ბეჭის ტკივილი შესაძლოა განვითარდეს უხერხული მოძრაობით ან ძლიერი დაღლილობით. მას განსხვავებული ტკივილი ახასიათებს – შესაძლოა იყოს როგორც  მწვავე, ისე ქრონიკული ან ყრუ ხასიათის. ამ დროს იდეალურია ცურვა, რადგან ამ პროცესში კუნთების თითქმის ყველა ჯგუფია ჩართული.

რა იწვევს ბეჭის ტკივილს?

ბეჭის ტკივილის მიზეზები მრავალფეროვანია – დაწყებული კუნთოვანი დაჭიმულობით, დამთავრებული შინაგანი ორგანოების დაავადებებით.  ხშირად ტკივილი ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ გამოწვეული დაჭიმულობის შედეგად ვლინდება. გარდა ამისა, დისკომფორტი მხრის არეში შესაძლოა, სიმძიმეების აწევამ, გარკვეულმა ფიზიკურმა აქტივობამ ან არასწორმა მოძრაობამაც გამოიწვიოს. ბეჭის ტკივილის გამომწვევი მიზეზებია:

  • არასწორი პოზა – კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა, ტელეფონში თავდახრილი ყურება ან მოხრილი ჯდომა ბეჭის კუნთებს ზედმეტად ჭიმავს.
  • კუნთოვანი სპაზმი და გადაღლა – მძიმე ტვირთის აწევა ან მკვეთრი მოძრაობა ხშირად იწვევს კუნთების ანთებას.
  • ხერხემლის პრობლემები – ოსტეოქონდროზი, თიაქარი ან სქოლიოზი ხშირად იწვევს გადაცემით ტკივილს ბეჭის არეში.
  • შინაგანი ორგანოები პრობლემები – ზოგჯერ ბეჭის ტკივილი უკავშირდება ნაღვლის ბუშტის, ფილტვების ან გულის პრობლემებს.

როგორ ვუმკურნალოთ ბეჭის ტკივილს?

თუ, ბეჭის ტკივილი მკურნალობას ექვემდებარება მაშინ, ამ დროს რეკომენდირებულია ფიქსატორების გამოყენება. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • მკლავის ქამარი – ხელს სასურველ პოზიციაში აფიქსირებს და ამცირებს ტკივილს. ხშირია მისი გამოყენება ართრიტის და ართროზის, ასევე მხრის მოტეხილობის ან ამოვარდნილობის, კუნთებისა და მყესების დაზიანება-დაჭიმვის დროს. ის ასევე, ხელს უწყობს კუნთების სტაბილიზაციას.
  • მკლავის ქამარი ბალიშით – გამოიყენება მხრის იმობილიზაციისთვის 45° -60° განზიდვით მოტეხილობისა და ამოვარდნილობის დროს.
  • აკრილის ქსოვილის მხრის სამაგრი – გამოიყენება ტრავმული რეაბილიტაციის, ართრიტის დროს და პოსტოპერაციულ პერიოდშიც. ეს პროდუქტი ინარჩუნებს სხეულის ტემპერატურას და ამცირებს ტკივილის შეგრძნებას. მისი გამოყენება რეკომენდებულია სპორტული აქტივობების, კუნთების და მყესების დაზიანებების დროს.

ეს პროდუქტები ხელს უწყობს ზედა კიდურის მოძრაობის შეზღუდვას და მსუბუქი დაზიანებებისა და ამოვარდნილობის დროს  ნორმალური ფუნქციის აღდგენას უზრუნველყოფს.

როგორ ავირიდოთ ბეჭის ტკივილი თავიდან?

ბეჭის ტკივილის თავიდან ასარიდებლად საჭიროა შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინება:

  • სამუშაო გარემოს მოწყობა – მონიტორი უნდა იყოს თვალის გასწვრივ, ხოლო სკამს უნდა ჰქონდეს ზურგის საყრდენი.
  • რეგულარული შესვენებები – ყოველ 45 წუთში ადექით და გაშალეთ მხრები.
  • ზურგის კუნთების გამაგრება – ცურვა და იოგა საუკეთესო საშუალებაა კუნთების გასაძლიერებლად, რაც ხერხემალს დატვირთვისგან დაიცავს.
  • სწორი ძილის პოზა – გამოიყენეთ ორთოპედიული ბალიში და მატრასი, რაც ხერხემალს სწორ პოზიციაში დააფიქსირებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may also like these