წელის ვარჯიშები, რომლებიც სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის

წელის ვარჯიში აუცილებელია მათთვის, ვისაც მჯდომარე ცხოვრების წესი აქვთ და ყოველდღიურად საათობით უწევთ ერთ ადგილზე ყოფნა. ამ დროს მცირე ფიზიკური აქტივობაც კი ხელს უწყობს ზურგის კუნთების გაძლიერებასა და აუმჯობესებს ქმედით-უნარიანობას. ყოველდღიური დაძაბული სამუშაო რეჟიმი იწვევს  კუნთების გადაღლილობას, რაც ხშირად წელის ტკივილის გამომწვევი მიზეზი ხდება. გარდა ამისა, დიდხანს უმოძრაოდ ჯდომა უმეტეს შემთხვევაში ხერხემლის პრობლემების წინაპირობაა, ამიტომ გართულებების თავიდან ასარიდებლად საჭიროა სპეციალური ვარჯიშების გაკეთება. ეს აღადგენს როგორც თქვენ ენერგიას ასევე, უზრუნველყოფს სხვა დაავადებების პრევენციასაც. ამისთვის გთავაზობთ წელის ვარჯიშის რამდენიმე ვერსიას, რომელიც ტკივილის მოხსნაში დაგეხმარებათ:

  • დაწექით ზურგზე და მუხლები მოხარეთ. ორივე ხელით ასწიეთ ერთი მუხლი და მიიბჯინეთ მკერდზე. შეკუმშეთ მუცელი და დააწექით იატაკს ხერხემლით. გაჩერდით ამ პოზიციაშით 5 წამი, შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზიციას და გაიმეორეთ საპირისპირო ფეხით. დაუბრუნდით ისევ პირველ მდგომარეობას და შემდეგ გაიმეორეთ ორივე ფეხით ერთდროულად.
  • დაწექით ზურგზე, მუხლები მოხარეთ და მხრები მყარად დაიჭირეთ იატაკს. ხოლო მოხრილი მუხლებით გადაიხარეთ ცალ მხარეს და გაჩერდით 5-დან 10 წამამდე. დაუბრუნდით საწყის პოზიციას და გაიმეორეთ საპირისპირო მიმართულებით.  
  • დაჯექით სკამზე და მარჯვენა ფეხი გადააჯვარედინეთ მარცხენა ფეხზე. მარცხენა იდაყვი მიამაგრეთ მარჯვენა მუხლის გარე მხარეს, გადაატრიალეთ და გაჭიმეთ გვერდზე. გაჩერდით 10 წამი. გაიმეორეთ საპირისპირო მიმართულებით.

თითოეული ვარჯიში გაიმეორეთ სამჯერ, მოცემული წელის ვარჯიშების გაკეთება სასურველია დღეში ორჯერ: დილით და საღამოს.

წელის ორთოპედიული ქამრები

ტკივილის შემსუბუქებას წელის ვარჯიშებთან ერთად, ასევე, ხელს უწყობს ორთოპედიული ქამრები, რომლებსაც მრავალმხრივი დანიშნულება აქვთ. ოსტეოართრიტის, ოსტეოპოროზის, სქოლიოზისა  და ხერხემლის კუნთების დაჭიმულობის დროს რეკომენდებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან დამზადებული ზურგის კორსეტის გამოყენება, ხოლო რევმატული დაავადებების, წელისა და ზურგის არეში დისკომფორტისა და ტკივილის შესამცირებლად ანტიალერგიული ქსოვილისაგან დამზადებული წელის სტანდარტული კორსეტი გამოგადგებათ. მოტეხილობების შემთხვევაში კი ხერხმელის სვეტის სტაბილიზაციას ჰიპერექსტენზიის კორსეტი უზრუნველყოფს. რაც შეეხება სპორტულ დაზიანებებს, როგორიცაა: ზურგის ქვედა ნაწილის დაჭიმვა, მალთაშუა დისკის თიაქრი, ამ შემთხვევაში ეფექტურია – ლუმბოსაკრალური ზურგის კორსეტი. წელის ქამრების დიდი არჩევანია კომპანია „ახალ ხედვაში“. უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო ბაზარზე ცნობილი ექსკლუზიური ბრენდების წელის ქამრების ნახვა როგორც კომპანიის საიტზე, ისე ყველა არსებულ ფილიალშია შესაძლებელი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *