ბეჭების ტკივილის გამომწვევი მიზეზები და მისი მკურნალობა

ბეჭების ტკივილი ერთ-ერთი გავრცელებული პრობლემაა, რომელთა მიზეზების ჩამონათვალიც საკმაოდ გრძელია. ეს პრობლემა შესაძლოა, ნებისმიერი ასაკის მქონე ადამიანში წარმოიშვას. არაჯანსაღი ცხოვრების წესი, საოფისე სამუშაო, კომპიუტერთან საათობით არასწორ პოზაში ჯდომა, ჭარბი წონა და სმარტფონებზე მიჯაჭულობა დღესდღებით ბეჭების ტკივილის გამომწვევ მთავარ ფაქტორებად ითვლება. გარდა ამისა, არის შემთხვევები, როდესაც ეს პრობლება გადატვირთული ფიზიკური დატვირთვის ან ავარიის დროს მიღებულ ტრავმას უკავშირდება. ბეჭების ტკივილის მკურნალობა დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზებზე. თუმცა, ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში, ცურვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა მკურნალობის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. 

ბეჭების ტკივილის მკურნალობის გზები

გარდა იმისა, რომ ბეჭების ტკივილის დროს სასურველია ფიზიკური აქტივობა და ვარჯიში ასევე, მიზანშეწონილია სამედიცინო საშუალებების ტარება. მათ შორის არის წელის კორსეტები და ქამრები, მხრის ფიქსატორები და ორთოპედიული ბალიშები. თუ ბეჭების ტკივილი უკავშირდება კუნთების, იოგებისა ან მყესების დაჭიმვას ამ დროს რეკომენდირებულია გამოიყენოთ :

ლუმბოსაკრალური ზურგის კორსეტი –  სახსრების შეერთების დარღვევის, სპორტული დაზიანებების, ზურგის ქვედა ნაწილის დაჭიმვის, მალთაშუა დისკის თიაქრის, გავა-თეძოს შესახსრების ადგილის დისფუნქციის, უკანა კუნთების დაჭიმვისა და იოგების/მყესის დაჭიმვის მკურნალობის პროცესში გამოიყენება.

თუ ზურგის ტკივილი თიაქარისგან ან სქოლიოზისგან არის გამოწვეული, მაშინ ამ დროს ატარეთ:

ხერხემლის ქამარი – დამზადებულია ბამბის ელასტიური მასალისგან,მთელ სიგრძეზე აქვს მეტალის ჩანართები, რაც ხერხემლის სვეტის სტაბილიზაციას უზრუნველყოფს. გამოიყენება ხერხემლის სხვადასხვა ტიპის დეფორმაციისა და მრავლობითი თიაქრის დროს, ექიმის დანიშნულებით.

ბეჭებისა და წელის ტკივილი ასევე, შესაძლებელია უკავშირდებოდეს ხერხემლის კუნთების დაჭიმულობას. ტკივილის შემცირების და ხერხემლის სწორ მდგომარეობაში დასაფიქსირებლად ეფექტურია:

ზურგის კორსეტი – დამზადებულია ბამბის ელასტიური ქსოვილისგან. მისი ტარება ტანსაცმლის ქვეშ მარტივად  არის შესაძლებელი.   ეს პროდუქტი ზურგს სწორ მდგომარეობაში აფიქსირებს. გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის მიზნით, ასევე გამოხატული სქოლიოზის დროს.

ამ სამედიცინო საშუალებების გამოყენებამდე უმჯობესია, რომ  პირად ექიმთან ვიზიტი დაგეგმოთ და რეკომენდაციები მისგან მიიღოთ,რადგან, თითოეული  პროდუქტის ტარების პერიოდი  ინდივიდუალურად, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება. 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *